იტალია ტურისტებს 3 ივნისიდან მიიღებს

Photo Credits to Henrique Ferreira

იტალია საერთაშორისო ფრენებისთვის 3 ივნისიდან გაიხსნება. ტურისტები ქვეყანაში მოგზაურობას 14 დღიანი კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ.

როგორც ცნობილია, ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა გაერთიანების საზღვრები 15 ივნისამდე არ გახსნან. შესაბამისად, შესაძლოა იტალია, თავდაპირველად, მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაიხსნას.

იტალიამ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო, შეზღუდვების შერბილება მაისის დასაწყისიდან დაიწყო. ამ ეტაპზე, იტალია კორონავირუსის 223,000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევით მსოფლიოში მეხუთე ქვეყანაა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 120,000-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 31,000-ზე მეტია.