იყვირეთ და თქვენს ყვირილს ისლანდიის მთებში გაიგებენ

პანდემიის ფონზე, ისლანდიის ტურიზმის სამინისტრომ ორიგინალური პროექტი „Looks Like You Need To Let it Out“ დაიწყო. წესები მარტივია: შებრძანდით საიტზე, დააჭირეთ ღილაკს და იყვირეთ! შემდეგ, აირჩიეთ ადგილი ისლანდიაში, სადაც გინდათ, რომ თქვენი ყვირილი გაისმას.

„წელს ბევრი რამ გამოიარე და როგორც ჩანს, განტვირთვისათვის განსაკუთრებული ადგილი გჭირდება. აი, რაღაც უზარმაზარი, ფართო და ხელუხლებელი. როგორც ჩანს, შენ ისლანდიას ეძებ! იყვირე და შენს ყვირილს ისლანდიის ულამაზეს ადგილებში გაიგებენ. მართლა, იყვირე, როგორც კი ამისათვის მზად იქნები. თავს უკეთ იგრძნობ, გპირდებით“ – წერია პროექტის ვებ-საიტზე.

პროექტის შემქმნელები ვარაუდობენ, რომ ამ წამოწყებით ადამიანებს დაამშვიდებენ, მაგრამ ასევე, ისინი ექიმთან კონსულტაციის აუცილებლობასაც ხაზს უსვამენ.