Facebook Messenger-ს მობილურის ეკრანის გაზიარების ფუნქცია დაემატა

Facebook სოციალური მედიის აქტიური მომხმარებლებისთვის სასიამოვნო ინფორმაციას აქვეყნებს. Messenger–ის აპლიკაციაში მობილური მოწყობილობებისთვის ეკრანის გაზიარების ფუნქცია დაემატა.

Image Credits to Facebook

ახალი ფუნქცია ადამიანებს საშუალებას აძლევს საუბრის განმავლობაში ერთმანეთს ვირტუალურად გაუზიარონ ყველაფერი რაც სურთ, დაათვალიერონ სოციალური მედია, ონლაინ იშოპინგონ ერთად და ა.შ.

ეკრანის გაზიარება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ვიდეო საუბრების განმავლობაში. სოციალური მედიის მომხმარებელს Messenger-ის მეშვეობით ეკრანის გაზიარება ჯერჯერობით 16-მდე ადამიანთან შეუძლია.

ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომია iOS-ის და Android–ის  ოპერაციული სისტემებისთვის და მის გამოსაყენებლად საჭიროა აპლიკაციის უახლესი ვერსიის ინსტალაცია.

აღსანიშნავია, რომ ეკრანის გაზიარების როლი დისტანციური სწავლებისა და მუშაობის პროცესში მნიშვნელოვნად გაიზარდა.