LinkedIn-ს ახალი CEO ეყოლება

Photo Credits to LinkedIn Newsroom

საქმიანი ურთიერთობებისთვის განკუთვნილ სოციალურ ქსელს LinkedIn 2020 წლის 1 ივნისიდან ახალი აღმასრულებელი დირექტორი ეყოლება. რაიან როზლანსკი რამდენიმე თვეში კომპანიის დირექტორის პოზიციაზე ჯეფ ვინერს ჩაანაცვლებს.

„ უკანასკნელი 11 წელიწადი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პროფესიული გამოცდილებაა და ამ დროის განმავლობაში მიღწეული წარმატება ჩვენი გუნდის გარეშე წარმოუდგენელი იყო… სულმოუთქმელად ველი ჩვენი გუნდის სამომავლო საქმიანობით მიღწეულ ახალ წარმატებებს.“ – ჯეფ ვინერი.

რაიან როზლინსკი დღეს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს – მას წინამორბედისგან 16,000-ზე მეტი თანამშრომელი და ნახევარ მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ერგო მემკვიდრეობად. LinkedIn-ის გასული 12 თვის შემოსავალმა $7.5 მილიარდს მიაღწია.

„ დღეს ჩემი გუნდის წევრებს გავუზიარე სიახლე – 1 ივნისს დავტოვებ ჩემ მიერ დაკავებულ საუკეთესო პოზიციას, თუმცა ამას მხოლოდ ჩემი საოცნება სამსახურისთვის ვაკეთებ – LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი ვხვდები!“ – რაიან როზლინსკი.

მაიკროსოფტის შვილობილ კომპანიაში როზლინსკის სამუშაო გამოცდილება 10 წელიწადზე მეტს ითვლის – მისი დამსახურებით კომპანიამ განავითარა ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, როგორიცაა Marketing Solutions. როზლინსკი ხელმძღვანელობდა კომპანიის მიერ კიდევ ერთი პლატფორმის Lynda.com შესყიდვასაც.

No Comments Yet

Comments are closed