მაგთის სატელეკომუნიკაციო სერვისები შეზღუდვით მიეწოდებოდა

დაახლოებით 17:10 საათიდან მაგთიკომი მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე სატელეკომუნიკაციო სერვისს გვაწვდის. შეზღუდულია ინტერნეტ-მომსახურება, როგორც მობილური, ისე საკაბელო. ასევე შეზღუდულია IPTV მომსახურება. ჯერჯერობით უცნობია მუშაობს თუ არა მაგთიკომის ვებ ჰოსტინგი.

აღნიშნულ ხარვეზთან დაკავშირებით კომპანიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. ამ ეტაპზე მიუწვდომელია კომპანიის როგორც ცხელი ხაზი, ისე ვებ-გვერდი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მომსახურების შეზღუდვა კავკასუს ონლაინის მაგისტრალური ინფრასტრუქტურის დაზიანებამ გამოიწვია.

ჯერჯერობით უცნობია სრული სატელეკომუნიკაციო მომსახურების აღდგენის დროც. განახლებულ მასალას ოფიციალური კომენტარის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება 18:30 – ინტერნეტ-მომსახურება აღდგენილია.

განახლება 19:10 – ინტერნეტ-მომსახურების შეზღუდვა გამოიწვია კავკასუს ონლაინის მაგისტრალური ინფრასტრუქტურის დაზიანებამ.

განახლება 19:41 – მაგთიკომმა სოციალური ქსელით გაავრცელა ოფიციალური განცხადება.

https://www.facebook.com/Magti/posts/3123820597628656
No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.