MarketingHub – მარკეტინგული სააგენტო ჩარჩოებს მიღმა კრეატიული ხედვით

მარკეტინგული სააგენტო MarketingHub-ი საკუთარი საქმის სიყვარულით გაერთიანებული ადამიანების: ნანკა კიკალიასა და მაკო ზაქარეიშვილის რეალიზებული ოცნებაა, რომელმაც საკმაოდ კონკურენტუნარიან ბაზარზე 4 წლის წინ აიდგა ფეხი და დღემდე თავდაჯერებულად აგრძელებს ზრდასა და განვითარებას.

ერთია, ფეხზე მყარად დგომა ისწავლო, გამოწვევებს გაუმკლავდე და დასახული მიზნისკენ უკანმოუხედავად განაგრძო სვლა, თუმცა აკეთო ეს ყოველივე მსოფლიო პანდემიის ფონზე?! ეს უკვე დიდი გამარჯვებაა და ის MarketingHub-ის ისტორიის ის ძვირფასი ნაწილია, რომლითაც მისი დამფუძნებლები განსაკუთრებით ამაყობენ. საამაყო MarketingHub-ის შემქმნელებს ნამდვილად ბევრი აქვთ, სწრაფად ცვალებად დინამიკურ გარემოში წარმატებით ლავირების, კრიზისული მენეჯმენტის უნარების ფლობისა და იდეიდან – პროდუქტის შექმნის შესაძლებლობების პარალელურად, ნანკა და მაკო, ჩარჩოებს მიღმა კრეატიული ხედვით ახალი პარტნიორების მოზიდვას და მათთან მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებას განაგრძობენ.

MarketingHub-ის განვლილი გზის და დიდი სამომავლო გეგმების შესახებ, მისი დამფუძნებლებისგან მოვისმენთ:

ფოტო: Studio 54

სააგენტოს ჩამოყალიბების ისტორიით დავიწყოთ, როდის მიიღეთ MarketingHub-ის დაფუძნების გადაწყვეტილება?

ნანკა: MarketingHub-ის შექმნის გადაწყვეტილება დაახლოებით 4 წლის წინ მივიღეთ, როდესაც ერთ-ერთი კომპანია სრულიად გუნდმა საკუთარი ნებით დავტოვეთ. Boss-ების ერა დასრულდა, ლიდერები კი თავად ვიყავით. მაკოს და მე კი ზურგს გვიმაგრებდა ცოდნა და ის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც მარკეტინგისა თუ მენეჯმენტის მიმართულებით შევიძინეთ. ის მომენტი ლიდერის ცხოვრებაში ადრე თუ გვიან დგება, როდესაც საკუთარი ოცნებების განხორციელებაზე იწყებ ზრუნვას და ეს პროცესი გარდაუვალია.

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით საწყის ეტაპზე და როგორ მოახერხეთ MarketingHub-ის განვითარება ამ 4 წლის განმავლობაში?

აკო: ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და ერთგვარ გამოცდად როგორც ჩვენთვის, ასევე ზოგადად მსოფლიოსთვის COVID-19-ით გამოწვეული პანდემია იქცა, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი და დღის წესრიგი. თუმცა, იყო პროექტი – Mercedes-Benz მოდის კვირეული, რომელზეც პანდემიის პერიოდშიც აქტიურად ვიმუშავეთ. პანდემიის პერიოდის პროდუქტია ასევე ონლაინ მედია პლატფორმა thediary.ge, რომელიც “მარკეტინგ ჰაბის” შვილობილი კომპანიაა. სწორედ TheDiary-ს მეშვეობით მოვახერხეთ სხვადასხვა პროექტში აქტიურად ჩართვა ყველაზე პასიურ პერიოდშიც კი.

ნანკა: ზოგადად, საკუთარი კომპანიის დაფუძნება და მისი მართვა, მარტივი პროცესი არ არის. ეს დიდი პასუხისმგებლობაა როგორც თანამშრომლების მიმართ, რომ არ დაუშვა შეცდომები, რაც სხვამ დაუშვა შენთან, პარტნიორებთან ურთიერთობა კი უდიდესი გამოწვევაა და საკმაოდ შრომატევადია, თან ჩვენი სააგენტოს ყველა თანამშრომელი პერფექციონიზმით გამოირჩევა. რაც შეეხება MarketingHub-ის განვითარებას, ყოველ დღე ნაბიჯ-ნაბიჯ, სწორი ქმედებებით მივდივართ დასახულ მიზნამდე – 2033 წელს რეგიონში ჩვენ წამყვანი მარკეტინგული სააგენტო ვიქნებით.

როგორ მოახერხეთ თავის დამკვიდრება საკმაოდ კონკურენტუნარიან ქართულ ბაზარზე?

მაკო: პირველ ყოვლისა, სანდოობით, შემდეგ კი ბრენდების მიმართ კრეატიული და თანამედროვე მიდგომებით. აღვნიშნავდი, რომ “მარკეტინგ ჰაბის” ბაზარზე დამკვიდრებას ხელი შეუწყო ბიზნეს ნეთვორქმა და წლების განმავლობაში ნდობაზე დაფუძნებულმა საქმიანმა ურთიერთობებმა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნანკა და მე, ჩვენი მარკეტინგული სააგენტოთი თავიდანვე დიდი და საკმაოდ ხმაურიანი პროექტების პარტნიორები გავხდით, იქნება ეს თანამშრომლობა მოდის კვირეულთან, სამშენებლო კომპანიასთან თუ რითეილთან.

ფოტო: Studio 54

რა სერვისს სთავაზობს MarketingHub-ი კლიენტებს?

ნანკა: MarketingHub-ი მარკეტინგული სერვისების კომპანიაა, რომელიც დამკვეთის ყველა მოთხოვნას პასუხობს, იქნება ეს ბრენდინგი, პიარი, სოციალურ მედია, ივენთ მენეჯმენტი თუ ფოტო-ვიდეო კონტენტის შექმნა, თუმცა გამოვირჩევით არაორდინალური და კრეატიული მიდგომებით. ჩვენი სააგენტოს დევიზია “გაცდი ჩარჩოებს”.

მაკო:  ვიდეო კონტენტი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა. 2023 წელს კი კრეატიული კონტენტის გარეშე ბრენდის განვითარება, ზოგადად მარკეტინგი უბრალოდ წარმოუდგენელია. სოციალურმა მედიამ და ინტერნეტმა თავდაყირა დააყენა მსოფლიო და დღეს ბრენდის არსებობა და არამხოლოდ ბრენდის, ზოგად კომპანიის შემოსავლები პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებულ აქტივობებზე ინტერნეტ სივრცეში. სწორედ აქ, კრეატიულად მიწოდებულ ინფორმაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან მომხმარებელიც გაიზარდა და ძალიან სწორი მოთხოვნები აქვს. ამ დროს კი ჩნდება როგორც ჯინი ბოთლიდან – “მარკეტინგ ჰაბი”.

როგორ ახერხებთ სრულიად განსხვავებულ სფეროებში, რადიკალურად განსხვავებულ პარტნიორებთან წარმატებით თანამშრომლობას?

მაკო: მარკეტინგული ინსტრუმენტები კლასიკური გაგებით ხომ არ იცვლება, უბრალოდ იზრდება რაოდენობაში ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების  გაფართოებასთან ერთად. შესაბამისად ბრენდებთან თანამშრომლობა, მათი პროდუქტისა თუ სერვისის შესწავლა დაახლოებით იდენტური პროცესია, უბრალოდ პასუხისმგებლობების მასშტაბები შესაძლოა სხვადასხვა იყოს. სხვათა შორის, დასაწყისში ბევრისთვის ვასოცირდებოდით მოდასთან, კულტურასთან უფრო მეტად, თუმცა დღეს ჩვენ პორტფელში სამშენებლო კომპანია, ნავთობ კომპანია და სპორტიც კია. მთავარია პროცესი მოგწონდეს და ჩვენ ძალიან მოგწონს ჩვენი საქმიანობა, სხვა კი უბრალოდ მოცემულობაა რასაც, ვფიქრობ, საკმაოდ მარტივად ვართმევთ თავს.

ფოტო: Studio 54

თქვენს შვილობილ კომპანიაზე TheDiary-ზეც რომ გვიამბოთ, როგორ იყენებთ ონლაინ პლატფორმას კომუნიკაციის დამატებით ინსტრუმენტად?

ნანკა: TheDiary – არის ცხოვრების სტილზე, მოდაზე, თავის მოვლაზე, დეკორზე, მოგზაურობაზე და აქტუალურ თემებზე. სწორედ ამ მედია პლატფორმაზე აქტიური გვაქვს ვიდეო კონტენტის მიმართულება და კომპანიებს ვთავაზობთ ვლოგებს, კრეატიულ ინტეგრირებებს, ონლაინ შოპინგს, მოკლედ, ძალიან ფართო შესაძლებლობების საკომუნიკაციო ინსტრუმენტია ბრენდებისთვის. TheDiary-ის პარტნიორები ისეთი ბრენდები არიან, როგორიცაა Glovo, Ici Paris, GPC, Lutecia, Aversi, Meama და სხვა.

დიდი სამომავლო პროექტები თუ არის მზადების პროცესში და თუ შეგიძლიათ მცირე დეტალების გამხელა…

აკო: არის რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომელთა კომუნიკაციას გაზაფხულიდან დავიწყებთ, დეტალებს ჯერ ვერ გაგიმხელთ, თუმცა იმის თქმა კი შემიძლია, რომ ერთდროულად რამდენიმე სფეროს მოვიცავთ.

როგორია MarketingHub-ს განვითარების სამომავლო სტრატეგია?

ნანკა: ვგეგმავთ გუნდის გაფართოებას და ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა კრეატიული ადამიანებისთვის, არ ვართ ეიჯისტები, მთავარია ადამიანს მოსწონდეს ის, რასაც აკეთებს.

რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, ჩვენი სურვილია რომ რეგიონში ერთ-ერთი ძლიერი მარკეტინგული სააგენტო გავხდეთ.