ამერიკული ტექნოლოგიების გიგანტი Microsoft Corp-ის მოგებამ, დისტანციურად მუშაობის საშუალებებზე მაღალი მოთხოვნის გამო, ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა. კომპანიის ოფიციალური განცხადებით, უახლესი კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავალი 13%-ით, 38 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
„ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ტექნიკური ინტენსივობა არის ბიზნესის გამძლეობის გასაღები. ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ ციფრულ შესაძლებლობებს დღითიდღე აუმჯობესებენ, უფრო სწრაფად აღიდგენენ თავს პანდემიის პირობებში და უფრო ძლიერები იქნებიან ამ კრიზისთან ბრძოლაში“ – აღნიშნულია აღმასრულებელი დირექტორის, სატია ნადელას განცხადებაში.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში კომპანიების დიდი ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმს შეინარჩუნებს. სავარაუდოდ, ბიზნესებისთვის განსაკუთრებული სტიმული იქნება მათი ციფრული შესაძლებლობების განახლება, რაც შესაბამისად მაიკროსოფტის გრძელვადიან პერსპექტივაზე დადებითად აისახება.