Microsoft თანამშრომლებს სამთვიან ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას მისცემს

Photo Credits to Microsoft News Center

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სკოლების მასობრივი დახურვის გამო, Microsoft სამთვიან ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას მისცემს დასაქმებულებს, რათა შვილებზე ზრუნვა უფრო მარტივი გახდეს.

კომპანიაში დასაქმებული მშობლები ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების დროსა და ფორმას თავად აირჩევენ. მათ შეეძლებათ შვებულების დღეები გამოიყენონ არა მარტო ერთბაშად, არამედ კვირის განმავლობაში რამდენიმე სამუშაო დღეზე გადანაწილებით. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია რაც შეიძლება მოქნილი და მოსახერხებელი ვარიანტი შესთავაზონ დასაქმებულებს იმ სირთულეებთან გასამკლავებლად, რომელიც სკოლების დახურვის გამო შეექმნათ.

UNESCO-ს მონაცემებით, კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი 188 ქვეყანში შეჩერდა. ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება კი აანონსებს, რომ სკოლები შეიძლება დახურული იყოს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე.