მარნეულის არაქართულენოვან სკოლებს ქართული ენის დამხმარე პედაგოგები აღარ ეყოლებათ

Photo By Feliphe Schiarolli

არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. ეს პროგრამა აერთიანებს კონსულტანტ და დამხმარე მასწავლებლებს.

ახალი გადაწყვეტილების შესახებ რადიო “მარნეულის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამაში მონაწილეობას დამხმარე მასწავლებლები ვეღარ შეძლებენ. ამ გადაწყვეტილების შესახებ დამხმარე მასწავლებლებმა 9 აპრილს შეიტყვეს, ისინი მუშაობას სექტემბრიდან ვეღარ გააგრძელებენ. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ცენტრს ჯერ-ჯერობით არ განუმარტავს.

„პროგრამა არ უქმდება, ახალი სასწავლო წლიდან თანამშრომლობა არ გაგრძელდება დამხმარე მასწავლებლებთან – ეს ცვლილება შედის. დამხმარე მასწავლებლებთან მოხდა კომუნიკაცია და ინფორმაცია მიეწოდათ, რომ იზრუნონ პროფესიულ საგამოცდო გეგმებზე. დარეგისტრირდნენ გამოცდაზე თუ ჩასაბარებელი აქვთ და ასე შემდეგ. მათ აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება და შეუძლიათ მიიღონ იმ ვაკანსიებში მონაწილეობა, რომელიც გამოცხადდება სკოლებში,“ – განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა, ლევან ჟორჟოლიანმა.

მასალა ახლდება . . .