ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის 14 აპრილს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი, N16 აუქციონი დაანონსა. აუქციონზე 50 მლნ ლარის ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიყიდება.
სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი (1 წლამდე) ფასიანი ქაღალდია. წინა აუქციონებზე გაიყიდა ბენჩმარკ ობლიგაციებიც, ანუ საშულოვადიანი(1-10 წლამდე) ფასიანი ქაღალდები.
საერთო ჯამში, 2020 წლის მარტიდან ჩატარებულ აუქციონებზე (2, 10, 21 მარტი და 7 აპრილი) 300 მლნ-მდე ლარის ღირებულების მქონე ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აქედან 70 მლნ ლარის სახაზინო ვალდებულებები და 220 მლნ ლარის ობლიგაციებია.