მსოფლიოში ყველაზე პოპულარი, ამავდროულად პლანეტის უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმი ლუვრია, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით 10,2 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა. მუზეუმი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარეობს. შენობა, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში, მდინარე სენასა და რუ-დე-რივოლის შორის არის განთავსებული. ლუვრში 73 000 კვადრატული მეტრის ფართობზე 38,000 ექსპონანტია წარმოდგენილი.
მეორე ადგილზე ჩინეთის ეროვნულ მუზეუმია 8.6 მილიონი ვიზიტორით, ხოლო ნიუ–იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი მესამე ადგილზეა 7.4 მილიონი ვიზიტორით.
AECOM-ის კვლევის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმების სია შემდეგნაირად გამოიყურება.
- ლუვრი – პარიზი, საფრანგეთი.
- ვიზიტორები: 10,200,000
- შესვლა ფასიანია.
- ჩინეთის ეროვნული მუზეუმი – პეკინი, ჩინეთი.
- ვიზიტორები: 8,610,000
- შესვლა უფასოა.
- მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი – ნიუ-იორკი, აშშ.
- ვიზიტორები: 7,360,000
- შესვლა ფასიანია.
- ვატიკანის მუზეუმები – ვატიკანი.
- ვიზიტორები: 6,756,000
- შესვლა ფასიანია.
- ეროვნული საავიაციო და კოსმოსური მუზეუმი – ვაშინგტონი, აშშ.
- ვიზიტორები: 6,200,000
- შესვლა უფასოა.
- ბრიტანეთის მუზეუმი – ლონდონი, გაერთიანებული სამეფო.
- ვიზიტორები: 5,869,000
- შესვლა უფასოა.
- ტეიტ მოდერნი – ლონდონი, გაერთიანებული სამეფო.
- ვიზიტორები: 5,829,000
- შესვლა უფასოა.
- ეროვნული გალერეა – ლონდონი, გაერთიანებული სამეფო.
- ვიზიტორები: 5,736,000
- შესვლა უფასოა.
- ბუნების ისტორიის მუზეუმი – ლონდონი, გაერთიანებული სამეფო.
- ვიზიტორები: 5,226,000
- შესვლა უფასოა.
- ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმი -ნიუ-იორკი, აშშ.
- ვიზიტორები: 5,000,000
- შესვლა ფასიანია.