ნასას ყოფილი ასტრონავტი კეტრინ სალივანი – პირველი ქალი დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილში

კეტრინ სალივანი და ვიქტორ ვესკოვო წყალქვეშა ექსპედიციის შემდეგ. ფოტოს ავტორი – ენრიკე ალვარეზი.

ნასას ყოფილი ატსრონავტი და გეოლოგი, კეტრინ სალივანი, პირველი ქალია, რომელმაც მარიანას ღრმულში იმოგზაურა და, ასევე, პირველი ადამიანი, რომელიც ეწვია როგორც კოსმოსს, ისე – დედამიწის სიღრმეებს.

2020 წლის 7 ივნისს, 68 წლის კეტრინ სალივანი დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილს, მარიანას ღრმულს, ეწვია, რომლის სიღრმე, ბოლო მონაცემებით, 10,984 მეტრია. ამ სიღრმეზე სალივანი საზღვაო ოფიცერთან, ვიქტორ ვესკოვოსთან, ერთად, დაახლოებით, საათ-ნახევარი იმყოფებოდა. წყალქვეშა ხომალდი „Limiting Factor“, რომლითაც ისინი ღრმულში დაეშვნენ, წყლის ზედაპირისკენ ოთხი საათის განმავლობაში მიიწევდა.

კეტრინ სალივანის ასტრონომიული სამეცნიერო მოღვაწეობა სამ მისიაში მონაწილეობას მოიცავს. მთლიანობაში მან კოსმოსში 530 საათი გაატარა. იგი იყო მესამე ქალი კოსმოსში, მათგან კი პირველი, ვინც სპეციალური მისიით ღია კოსმოსში გავიდა. 1984 წლის 11 ოქტომბერს იგი ხომალდს გარეთ, მეწყვილესთან – დევიდ ლისთმასთან ერთად, სამ საათზე მეტი დროით იმყოფებოდა, რის შემდეგაც მათ დაამტკიცეს, რომ სატელიტის საწვავის ავზის შევსება შესაძლებელია მისი ორბიტაზე მდებარეობის დროს. ამასთან, ის არის, ასევე, dპირველი ქალი, ვინც ღია სივრცეში გავიდა და შეასრულა Spacewalk.

photo – NASA

1988 წელს, ნასასთან თანამშრომლობის პარალელურად, კეტლინი შეერთებული შტატების საზღვაო რეზერვის ოფიცერ-ოკეანოლოგი გახდა, მონაწილეობას იღებდა ერთ-ერთ პირველ მისიებში, რომლებიც შეისწავლიდნენ ვულკანურ პროცესებს, რომელთა შედეგადაც წარმოიქმნა ოკეანის ქერქი. 1993 წელს, ნასას შემადგენლობის დატოვების შემდეგ კი ეროვნულ ოკეანურ და ატმოსფერულ ადმინისტრაციას (NOAA) შეუერთდა.

კეტრინ სალივანს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მისიის წარმატებაში, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს სალივანმა გამოსცა წიგნი „ანაბეჭდი ჰაბლზე: ასტრონავტის აღმოჩენის ისტორია“.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.