NATO-ს მინისტერიალი ჩინეთის მობილიზებას პანდემიასთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს

NATO-ს დღის წესრიგში ქვეყნების მობილიზებასთან დაკავშირებული საკითხებიც მოექცა.

ორგანიზაციის მინისტერიალი წევრ სახელმწიფოთა დამოკიდებულებას ჩინეთის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა ნიღბები და ვენტილატორები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ჩვენი ყურადღება მთლიანად გადატანილია COVID-19-ისგან გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებაზე. ვფიქრობ, მთავარი გაკვეთილი, რაც ვისწავლეთ, უკავშირდება მობილიზებას სამედიცინო აღჭურვილობაზე. დროა, დავსვათ შეკითხვა ჩვენს ზედმეტ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნიდან შემოსულ პროდუქციაზე, როცა ჩვენვე უნდა ვაწარმოებდეთ მას“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, მინისტერიალის ტელეკონფერენცის დროს.

COVID-19-ის მიერ გამოწვეულ შედეგებზე სამსჯელოდ “ნატოს” მინისტერიალის ტელეკონფერენცია დღეს, 15 აპრილს, გაიმართა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.