დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს ურჩევს, რომ გადადონ ყველა გეგმიური, არასასწრაფო, რუტინული სტომატოლოგიური და ოფთალმოლოგიური ვიზიტები. პაციენტთა რაოდენობის შემცირება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სამედიცინო რესურსების ადექვატურ ხარჯვას.
უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებების ექიმებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ სასწრაფო და გადაუდებელ პროცედურებს. NCDC-ის რეკომენდაციით, დაავადებული და ჯანმრთელი ადამიანებისათვის მომსახურების გაწევა დღის სხვადასხვა მონაკვეთში და შენობის სხვადასხვა სივრცეში უნდა მოხდეს:
- დილის საათებში დაგეგმეთ ჯანმრთელთა, ხოლო მეორე ნახევარში დაავადებულთა ვიზიტები;
- სხვადასხვა სივრცეში მიიღეთ დაავადებული და ჯანმრთელი ადამიანები;
- ცალკე გამოყავით სივრცე ჯანმრთელი ბავშვების ვიზიტისათვის.