ევროკომისარი ტერი ბრეტონი, დღეს ესაუბრა ნეტფლიქსის აღმასრულებელ დირექტორს ინტერნეტ-შეფერხებებთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ კარანტინის პირობებში ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ინტერნეტს, ხშირად პრობლემები წარმოიქმნება.
„ონლაინ რეჟიმზე მომუშავე პლატფორმები, ტელეოპერატორები და მომხმარებლები ახლა უნდა ვიზიარებდეთ ერთ საერთო პასუხისმგებლობას, რომ ხელი შევუწყოთ ინტერნეტის გამართულ მუშაობას, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში“ – ამბობს ბრეტონი.
ინტერნეტ-აქტივობა მთელი ევროპის ტერიტორიაზე არნახულადაა გაზრდილი, გამომდინარე იქიდან, რომ სამუშაოთა უმეტესობამ ოფისებიდან სახლში გადაინაცვლა.
ევროკომისიამ და ევროპული რეგულაციების სამსახურმა (BEREC) შეიმუშავეს სპეციალური საკონტროლო მექანიზმი, რომლის საშუალებითაც დააკვირდებიან და იზრუნებენ ხარისხიან ინტერნეტ-კავშირზე. აღსანიშნავია, რომ რეგულაციების პირობები Netflix-ზეც გავრცელდება, რის შედეგადაც ამ ინტერნეტ-ტელევიზიის მაუწყებლობა HD ხარისხში შესაძლოა დროებით SD ხარისხზე გადავიდეს.