დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს პროგნოზირებულ კორონავირუსის შემთხვევებთან გასამკლავებლად საკმარისი სამედიცინო აღჭურვილობა არ აქვს და ის მზადაა გამოიყენოს მთელი თავისი ძალაუფლება საკმარისი რაოდენობის მისაღებად.
პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო აამოქმედოს „Defence Production Act“, რათა აშშ-მ პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო მედიკამენტები და აღჭურვილობა აწარმოოს.