Huawei-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ Xiaomi-ის გაყიდვები საგრძნობლად იზრდება

ჩინური სმარტფონების მწარმოებლის, Xiaomi-ს ცნობით, მესამე კვარტალში მთლიანი შემოსავალი 34,5%-ით გაიზარდა და 72.2 მილიარდი იუანი (11 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც მისი ზრდის ყველაზე სწრაფი ტემპია ორი წლის განმავლობაში.

Image Credits to Xiaomi

 ამერიკული სანქციების გამკაცრების შემდეგ, მან Huawei Technologies Co.-ს ბაზრის წილი აიღო, მათ შორის, უცხოურ ბაზრებზე – ევროპიდან ინდოეთამდე. ამ უკანასკნელი ბაზრიდან Xiaomi-მ თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე კვარტალზე კომპანია დიდ იმედებს ამყარებს და შემოსავლითაც კმაყოფილია, არსებობს საშიშროება, რომ მიწოდების დეფიციტის პრობლემები დიდხანს გაგრძელდეს. საქმე ეხება სხვადასხვა ნაწილების მიწოდებას, ისეთების, როგორიცაა პროცესორები და მეხსიერების ნაწილები.

„მეოთხე კვარტალში საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე ვიქნებით და ეს შეიძლება მომავალ წლამდე გაგრძელდეს“- განაცხადა პრეზიდენტმა Wang Xiang-მა.

No Comments Yet

Comments are closed