სებ-ი: ოქტომბერში კომერციული ბანკების აქტივები 427 მილიონი ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 1-ლი ნოემბრისთვის საქართველოს 15 კომერციული ბანკის კაპიტალის მოცულობა 53.92 მლრდ ლარს შეადგენს, რაც, წინა თვესთან შედარებით, 0.79%-ით არის შემცირებული.

,,ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით,  საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 427.12 მლნ ლარით, ანუ 0.79%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.61 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 53.92 მლრდ ლარი შეადგინა’’, – აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში.

სებ-ის თანახმად, პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის, 14 საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.  ხოლო, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.63 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.44 %-ია.