TIME-მა „წლის ბავშვად“ გიტანჯალი რაო დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Time „წლის ბავშვის“ პირველი წოდება გიტანჯალი რაოს მიანიჭა. 15 წლის კოლორადოელი გოგონა შარშან ფორბსის „30 Under 30“ სიაშიც იყო შეყვანილი.

Photo Credits to Sharif Hamza

საყოველთაო აღიარება რაომ 2017 წელს მოიპოვა, როდესაც წყალში ტყვიის კონცენტრაციის გასაზომი ხელსაწყო შეიმუშავა. მოწყობილობა ინფორმაციას Bluetooth-ის საშუალებით გადასცემს. საკუთარ გამოგონებაზე სასაუბროდ გოგონა რამდენჯერმე TEDx-ზეც მიიწვიეს.

გიტანჯალის საქმიანობა მხოლოდ მეცნიერებით არ შემოიფარგლება. ის გენდერული სახელფასო სხვაობის აღმოსაფხვრელადაც იბრძვის. ამასთან, წელს გიტანჯალიმ აპლიკაცია „Kindly“ შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ბულინგის შემცველ მესიჯებს ამოიცნობს და მომხმარებელს აფრთხილებს.

გიტანჯალისთან ინტერვიუ Time-სთვის ანჯელინა ჯოლიმ ჩაწერა. უახლოეს კვირებში გამოცემა „წლის ადამიანსაც“ დაასახელებს. აღნიშნული ჯილდოს მოქმედი მფლობელი შვედი გარემოს დამცველი, 17 წლის გრეტა თუნბერგია.