ისტორიაში პირველად ლაბორატორიაში შექმნილი ხორცი გაიყიდება

სინგაპურის მარეგულირებელი სააგენტოს მიერ გაყიდვისთვის დამტკიცდა ხორცი, რომელიც ბიორეაქტორებშია შექმნილი და არ არის მოკლული ცხოველისაგან მიღებული. აღნიშნული ნაბიჯი ხორცის ინდუსტრიაში უდიდეს განვითარებად ითვლება.

Photo Credits to Business Wire

სინგაპურის კვების სააგენტოს უსაფრთხოების მონიტორინგი ამერიკულმა კომპანია „Eat Just“-მა გაიარა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ნებართვა კარს გაუღებს მომავლის ტექნოლოგიებს, რომლებიც ხორცს შექმნიან ცხოველის მოკვლის სანაცვლოდ. ამჟამად, დედამიწაზე ყოველდღიურად დაახლოებით 130 მილიონი ქათამი და 4 მილიონი ღორი იკვლება.

კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქციის უჯრედები 1200 ლიტრიან ბიორეაქტორში იზრდება და შემდეგ მცენარეულ ინგრედიენტებთან ერთად კომბინირდება. საინტერესოა, რომ სანამ პროდუქტი გაყიდვაში ჩაეშვებოდა, ის დაკლული ცხოველის ხორცთან შედარებით ბევრად ძვირი ღირდა, ახლა კი მისი ფასი გაცილებით დაბალი იქნება. “Eat Just“-ის პროდუქცია სინგაპურში ერთ-ერთ რესტორანში გაიყიდება.