Cartier ახალ საერთაშორისო სახედ ხატია ბუნიათიშვილს ასახელებს

ცნობილი ფრანგული ბრენდი Cartier, ხატია ბუნიათიშვილს მის „ელჩად“ ასახელებს. Cartier-ს  საუკუნოვანი ისტორია აქვს, ბრენდი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული სამკაულებისა და საათების მწარმოებლად ითვლება. Forbes–ის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღიებული ბრენდების სიაში Cartier 59-ე ადგილს იკავებს.

Cartier -მა ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც  აცხადებს, რომ ამაყია ხატია ბუნიათიშვილის საერთაშორისო ელჩად დასახელებით, ვინაიდან ხატია კლასიკური მუსიკის გენიალური არტისტია.

ამავდროულად, ხატია ბუნიათიშვილის ინტაგრამ გვერდზე ვკითხულობთ, რომ მისთვის, როგორც პიანისტისთვის, დიდი პატივია იყოს Cartier-ის ოჯახის წევრი, რაც საშუალებას მისცემს ხელოვნებისა და კულტურისთვის კიდევ ბევრი აკეთოს. აღსანიშნავია, რომ ეს იმ იშვიათი შემთხვევებიდან ერთ-ერთია, როდესაც ქართველი ვარსკვლავი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური სახე ხდება.

No Comments Yet

Comments are closed