ესტონეთს პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება

ოპოზიციისა და რეფორმატორთა პარტიის ლიდერი  კაია კალასი ბალტიისპირეთში პირველ ქალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდა.

Photo Credits to Estonian World

43 წლის კაია, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიმ კალასის ქალიშვილი, იური რატასს შეცვლის. მთავრობის ყოფილ მეთაურს გადადგომა მას შემდეგ მოუწია, რაც მისი ცენტრისტული პარტია კორუფციაში დაადანაშაულეს. რატასის მიერ პოსტის დატოვებამ მმართველი კოალიციის დაშლა გამოიწვია.

კაია კალასის პოლიტიკური კარიერა 2010 წელს იწყება, მაშინ, როდესაც ის რეფორმისტულ პარტიას უერთდება. რვა წლის შემდეგ ის იმავე პარტიის თავმჯდომარე ხდება. კაია არაერთხელ აღმოჩენილა ევროპული პარლამენტის გავლენიან წევრთა სიაშიც. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია პირველ ადგილზე გავიდა  ხმათა 29 პროცენტით, თუმცაღა იმის გათვალისწინებით, რომ უმრავლესობისთვის საჭირო კვოტა არ შეივსო, მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა. 

კაია ინოვაციების მომხრეა და მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიური რევოლუცია არ უნდა შეფერხდეს . გარდა ამისა , ის მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის უფლებების დაცვასა და გაფართოებას.

კალასს  ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ ახალი მთავრობა ჩამოაყალიბოს. მისი პარტია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს კოალიციის შესაქმნელად. სავარაუდოდ, სწორედ ცენტრისტული პარტიის წარმომადგენლები შეუერთდებიან მათ. ორივე მათგანს საერთო ხედვა აქვს ნატოსა და ევროსაბჭოს წევრობაზე და  რუსეთთან ბრძოლის ეფექტურ გზად სწორედ ეს მიმართულება მიაჩნიათ.