Emotional Health | Facebook-ის კიდევ ერთი სიახლე მომხმარებლებს

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, Facebook-მა მომხმარებლებს ემოციური ჯანმრთელობის რესურსცენტრის დაარსების შესახებ აცნობა. „Emotional Health“ – აპლიკაციის უახლესი ფუნქციაა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს კომპეტენტური ექსპერტების დახმარებით იზრუნონ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ან დაეხმარონ მეგობრებს.

Image Credits to FB

გლობალური პანდემიის შედეგად, ფსიქიკური პრობლემების ზრდის ფონზე, სამედიცინო ექსპერტებმა ცნობიერების ამაღლებისა და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის მიზნით, დაიწყეს თანამშრომლობა სოციალური მედიის პლატფორმებთან. Facebook-მა კი შექმნა სივრცე, რომელიც რეალურ დახმარებას გაუწევს ადამიანებს რთულ პერიოდებში.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან, რათა ინვესტიცია ჩავდოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად კრიტიკულ სფეროებში. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ „Emotional Health“ – ცენტრალიზებულ რესურსცენტრს, სადაც მიიღებთ რჩევებსა და ინფორმაციას წამყვანი ექსპერტებისგან,“ – ნათქვამია Facebook-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ემოციური ჯანმრთელობის რესურსცენტრის გარდა, Facebook სოლიდურ ინვესტიციას დებს ახალ კვლევაში, რომელიც ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სოციალური მედიის გავლენას იკვლევს.

No Comments Yet

Comments are closed