დარღვეული სტრუქტურის მქონე ცილებმა შესაძლოა მომავალში ხელი შეუწყონ ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობას

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კემბრიჯის უნივერსიტეტის, გუგლისა და მილანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთი ცილა წამის მეასედში იცვლის ფორმას. ეს პროცესი განსაკურებით აქტიურად მიმდინარეობს ნევროლოგიური დაავადებების მქონე ადამიანების ორგანიზმში.

Image Credits to NIH Image Gallery

კვლევების თანახმად, როდესაც ალცჰაიმერის დაავადების განმსაზღვრელი მთავარი ცილა, amyloid-beta იღებს უწესრიგო ფორმებს, ნაკლებად უკავშირდება ერთმანეთს და წამოიქმნება გარკვეული ტიპის ტოქსიკური ნაერთი, რომელიც იწვევს ტვინის უჯრედების სიკვდილს.

შედეგებმა, რომელიც გამოქვეყნდა Nature Computational Science-ში, აჩვენა, რომ დარღვეული სტრუქტურის მქონე ცილების „მონაწილეობით“ წარმოქმნილი დაავადებების, მაგალითად ალცჰაიმერისა და პარკინსონის მკურნალობას შეიძლება ხელი შეუწყონ ამავე ცილებმა.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ჩვენს ორგანიზმში ცილების დაახლოებით მესამედს აქვს არა მოწესრიგებული, არამედ უწესრიგო ფორმა, რომელზეც მეცნიერებისთვის ჯერ-ჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. აღნიშნული კვლევების ფარგლებში, გუგლის ტექნოლოგიების გამოყენებით, მკვლევრები აპირებენ შექმნან ათასობით ცილის ასლი და მოახდინონ მათი ფორმების სიმულირება, რათა დააკვირდნენ სხვადასხვა ცილის მოძრობის სიხშირეს.

არსებული დაკვირვებით, მათი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებულმა ცილა amyloid-beta-მ, რომელიც წამში მილიონჯერ იცვლის ფორმას და არ ინარჩუნებს ერთ კონკრეტულ კონდიციას. როგორც ამბობენ, სწორედ ეს არის აშლილობის მთავარი ნიშანი.