მიუხედავად კონსერვატიული და სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგობისა, არგენტინაში კანონი აბორტის შესახებ ძალაში შედის. კანონი გასული წლის 30 დეკემბერს სენატმა დაამტკიცა.
სულ რამდენიმე დღის შემდეგ არგენტინაში არჩევითი აბორტის გაკეთება ლეგალური ქმედება გახდება. ამავე კანონის თანახმად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს 14 კვირამდე ორსული ქალების ექიმთან კონსულტაცია, თუ ქალის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება ან გაუპატიურების შემთხვევაა.
არგენტინაში უკვე რამდენიმე წელია ამ კანონისათვის იბრძვიან. მათი მთავარი მიზანი ქალებისათვის არჩევანის თავისუფლების მინიჭება და არალეგალური აბორტისაგან გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაა.
კანონის ამოქმედების შემდგომ, არგენტინა ყველაზე დიდი ლათინოამერიკული ქვეყანა იქნება, სადაც აბორტის გაკეთება ლეგალურია.