ქალი მინისტრები ესტონეთის ახალ მთავრობაში

ესტონეთის მომავალი პრემიერ მინისტრის თანახმად, ქვეყნის ახალი მთავრობის თითქმის ნახევარი ქალებით იქნება დაკომპლექტებული. ამით ის ხელს უწყობს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას ჩრდილოეთ ევროპასა და ბალტიის რეგიონში.

კაია კალასის განცხადებით, რომელიც მიმდინარე თვეში პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა წარადგინა ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე ძველის დაშლის შემდგომ, სახელმწიფოს 14 სამინისტროდან ექვსს სათავეში სწორედ ქალი ჩაუდგება. კეიტ პენტუს-როსიმანუსი, საგარეო და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, დაიკავებს ფინანსთა მინისტრის პოსტს. ევა-მარია ლიმეცი, ესტონეთის ელჩი ჩეხეთში, იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი.

„მე შევეცადე მიმეღწია ბალანსისთვის სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით“ – ციტირებს BNS-ის ახალი ამბების სამსახური კვირა დღეს კალასის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს. „გენდერული ბალანსი ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ჩვენს რიგებში ძალიან ბევრი კვალიფიციური ქალია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსი გამოცდილების კუთხითაც.“

კალასის „რეფორმის პარტია“ ითანამშრომლებს „ცენტრის პარტიასთან“, რომელიც ხელმძღვანელობდა წინა მთავრობას, მანამ სანამ არ ჩამოიშალა კორუფციული სკანდალის შედეგად. ორივე პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებიც იკავებენ პარლამენტის 101 ადგილიდან 59-ს, კვირა დღეს მხარი დაუჭირა კოალიციის შეთანხმებასა და კაბინეტის შემადგენლობას. თუმცა შეთანხმებას მაინც სჭირდება პარლამენტის მიერ დამტკიცება.

ესტონეთი მიჰყვება ლიეტუვას გზას, რაც გულისხმობს სახელისუფლებლო პოსტების თანაბრად გადანაწილებას ქალებსა და კაცებს შორის.