პომპეის მუზეუმის გაცოცხლება

მიწისძვრისა და ვულკანის ამოფრქვევიდან ათასწლეულების შემდეგ პომპეის მუზეუმი ხელახლა იბადება. სივრცეში ანტიკური რომაული ქალაქის გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტების დათვალიერება იქნება შესაძლებელი.

Photo Credits to The Associated Press

ძვ.წ. 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევით განადგურებული ქალაქის ნანგრევებზე  არქეოლოგიური პარკი შეიქმნა. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ის ორშაბათს გახსნეს. 

ანტიკვარიუმის სახელით ცნობილი მუზეუმი პომპეისთვის მუდმივი საგამოფენო სივრცე იქნება. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ, როგორც ფრესკული კედლების სხვადასხვა ფრაგმენტი და არაერთი ხელნაწერის ნიმუში, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორებიცაა ვერცხლის კოვზი, ბრინჯაოს ჭურჭელი და ყოველდღიური მოხმარების ნივთები, რომლებიც კატასტროფას გადაურჩა.

ანტიკვარიუმი, რომელიც  1873 წელს გაიხსნა , პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს, ხოლო მეორედ 1980 წელს, ნეაპოლში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა. მუზეუმი ამ დღის შემდეგ აღარ გახსნილა. 2016 წელს სივრცე დროებითი ნამუშევრების გამოსაფენად გამოიყენეს.

Photo Credits to The Associated Press

სამწუხაროდ, იტალიაში დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების გამო, მუზეუმი მნახველებს მხოლოდ კამპანის ადმინისტრაციული ერთეულიდან მიიღებს, რომელიც ნეაპოლისა და პომპეის ტერიტორიებს მოიცავს. ,,მუზეუმის თავიდან გახსნა დიდი დროის შემდეგ  იმედს აღძრავს. იმედს , რომელიც ასეთ რთულ მომენტში გვესაჭიროება“- განაცხადა მუზეუმის დირექტორმა მასიმო ოსანამ, რომლის თქმითაც იტალია დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რადგან ტურიზმი, რომელიც მისი შემოსავლის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა, ფაქტობრივად აღარ არსებობს.

მუზეუმის ბოლო ოთახი შესაძლოა ყველაზე ემოციური აღმოჩნდეს დამთვარიელებლებისთვის. პომპეის მაცხოვრებელთა ძვლები და ნეშტი სწორედ აქ არის გამოფენილი. ისტორია იმისა, თუ როგორ სურდათ გაქცევა, მაგრამ ვერ შეძლეს, აქ სრულდება.