პირველი ქალი ეპისკოპოსთა სინოდის მდივნის მოადგილედ

რომის პაპმა ფრანცისკემ ნატალი ბეკარტი ეპისკოპოსთა სინოდის მდივნის მოადგილედ აირჩია. BBC-ის ცნობით და ნატალი, რომელიც საფრანგეთიდან არის, პირველად დაიკავებს სინოდში ამ თანამდებობას, როგორც ქალი და ექნება ხმის მიცემისა და რჩევის მიცემის უფლება, ასევე განიხილავს რომის კათოლიკურ ეკლესიაში ყველაზე საკამათო საკითხებს.

სინოდის გენერალურმა მდივანმა, კარდინალმა მარიო გრეჩმა და ნატალის დანიშვნაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ეს გადაწყვეტილება ასახავს პაპის სურვილს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ეკლესიაში ქალთა როლი უფრო გაიზარდოს.“

სინოდს ხელმძღვანელობენ ეპისკოპოსები და კარდინალები, რომლებსაც აქვთ ხმის მიცემის უფლება, ის ასევე მოიცავს ექსპერტებს, რომლებსაც ხმის მიცემა არ შეუძლიათ. ბოლო წლებში, ეპისკოპოსთა სინოდზე განიხილეს დოქტრინის საკითხები, მათ შორის განქორწინებულ და დაქორწინებულ კათოლიკეებთან მოპყრობის წესი. შემდეგი სინოდის კრება დაგეგმილია 2022 წლის შემოდგომაზე.

ბეკარტს, Xaviere Sisters–ის წევრს, აქვს პარიზის პრესტიჟული HEC ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში და ასევე სწავლობდა ბოსტონში. 52 წლის ბეკარტი 2019 წლიდან სინოდთან თანამშრომლობს, როგორც კონსულტანტი.