სალომე ჯაშის ფილმს ბერლინალეს ფორუმზე აჩვენებენ

Photo Credits to Mirafilm

ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფორუმზე სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს, „მოთვინიერებას“ აჩვენებენ. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა ინოვაციური, თანამედროვე და ექსპერიმენტული კინო იქნება.

ესთეტიკური კინემატოგრაფიით გამორჩეული „მოთვინიერება“ ქართველი, გერმანელი და შვეიცარიელი კინოხელოვანების საერთო პროექტია. ფილმის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ „მოთვინიერება“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჰობის, ასწლოვანი ხეების საკუთარ ბაღში გადარგვასა და ადგილობრივ ლანდშაფტზე მის გავლენას შეეხება.

ბერლინალე წელს ონლაინ სივრცეში გაიმართება. ნამუშევრებს ფესტივალის ჯილდოს მფლობელი ექვსი კინორეჟისორი შეაფასებს. სალომე ჯაშის ფილმის პრემიერა იანვრის ბოლოს სანდენსის კინოფესტივალზე შედგა.