ლიხტენშტეინმა შესაძლოა პირველად ქალი პრემიერ-მინისტრი აირჩიოს

ლიხტენშტეინი ევროპის ის უკანასკნელი ქვეყანა იყო, სადაც ქალებს ხმის უფლება არ ჰქონდათ – 1984 წელს, ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ და პატარა სახელმწიფოში სწორედ ეს მოცემულობა შეიცვალა. 37 წლის შემდეგ კი ლიხტენშტეინში შესაძლებელია პირველად პრემიერ-მინისტრის პოზიცია ქალმა დაიკავოს და ქვეყნის აღმასრულებელ ორგანოს უხელმძღვანელოს.

Photo Credits to Benjamin Manser

საბინე მონაუნი, 46 წლის დიპლომატია, რომელიც 2016 წლიდან ლიხტენშტეინის ელჩია ევროკავშირსა და ბელგიაში.

შაბათ-კვირას ჩატარებულმა არჩევნებზე, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ორი მთავარი პარტია ერთმანეთისგან მხოლოდ 24 ხმით იყო დაშორებული.

ქალბატონ მანოუნის კონსერვატიულ-პროგრესული მოქალაქეების პარტია და მეტოქე ცენტრისტულ-პატრიოტული კავშირი ძალიან დაძაბულ ვირტუალურ ბრძოლაში აღმოჩნდნენ. თითოეულმა ხმების 35.9% მიიღო და 25 ადგილიან პარლამენტში 10-10 ადგილი მოიპოვა.

ეს არჩევნები შეიძლება ჩაითვალოს ქალთა დიდ წარმატებად ლიხტენშტეინის პოლიტიკაში – 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ სამმა ქალმა კანდიდატმა მოიპოვა ადგილი, ახლა კი სამი პარტიიდან 7 ქალი დაიკავებს ადგილს პარლამენტში. ასევე მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად ხუთწევრიან სამთავრობო გუნდში ქალები უმრავლესობაში იქნებიან.