სადაზღვევო სექტორის საქმიანობა 2019 წელს | მიმოხილვა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების სტატისტიკური გამოკვლევების შედეგად, შემოსავლების უდიდესი წილი მომსახურების სფეროში საპროცენტო და მასთან გათანაბრებულმა შემოსავლებმა შეადგინა, რაც აღნიშნულ სფეროში მიღებული შემოსავლების თითქმის 3/4 -ს შეადგენს.

სადაზღვევო კომპანიების შემოსავლების დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა ის სეგმენტია, სადაც გამომუშავებულ პრემიას და დამდგარ ზარალს შორის დიდი სხვაობა არაა. განსხვავებით სხვა სეგმენტებისგან, სადაც პრემიასა და ზარალს შორის სხვაობა უმეტესად მკვეთრია. ასეთია, მაგალითად, ქონების დაზღვევა, რომლის გამომუშავებულმა პრემიამ წლიურად შეადგინა 84.6 მლნ ლარი და დამდგარმა სადაზღვეო ზარალმა – 253.8 მლნ ლარი. ასევე, სხვა სახის დაზღვევა, სადაც პრემიამ შეადგინა წლიურად 163.3 მლნ ლარი, ხოლო ზარალმა – 51.6 მლნ ლარი.

საერთო სურათით, სადაზღვეო კომპანიებმა გამოიმუშავეს პრემია 571.4 მლნ ლარი და იზარალეს 522.0 მლნ ლარი. პროცენტულად ზარალის უდიდესი ნაწილი, 84.9% მოდის ქონების (48.6%) და ჯანმრთელობის (36.3%) დაზღვევაზე.

აქვე, აღსანიშნავია, რომ საფინანსო სექტორში დასაქმებულთა 60%-ზე მეტი არის ქალი, რაც თითქმის 22.8 ათას ადამიანს გულისხმობს.

საქსტატის ანგარიში, რომელიც მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ეხება 2019 წლის ბოლოსთვის არსებულ მონაცემებს.

No Comments Yet

Comments are closed