დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ „სან სებასტიანის“ საერთაშორისო კინოფესტივალზე 2020 წელს წარდგენილმა დეა კულუმბეგაშვილის ქართულ-ფრანგულმა ფილმმა „დასაწყისი“ ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა და კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, „ოქროს ნიჟარა“ მოიპოვა.

საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 17-25 სექტემბერს გაიმართება. სან სებასტიანის კინოფესტივალის ოფიციალური სელექციის ჟიურის ხუთი წევრი ჰყავს:

  • ჟიურის თავმჯდომარე – დეა კულუმბეგაშვილი, რეჟისორი და სცენარისტი, საქართველო
  • მაიტ ალბერდი, რეჟისორი და სცენარისტი, ჩილე
  • ოდრი დივანი, სცენარისტი და რეჟისორი, ლიბანი-საფრანგეთი
  • სუზი სანჩესი, მსახიობი, ესპანეთი
  • ტედ ჰოუპი, რეჟისორი, აშშ

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი გასული წლის კანის კინოფესტივალის სპეციალური გამოშვების ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრებს შორისაც დასახელდა.

 

ინტერვიუ დეა კულუმბეგაშვილთან, Forbes Woman Georgia-ს არქივიდან: იდეების მატერიალიზაცია | ინტერვიუ რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილთან

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.