საქსტატი: 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 2.8%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი) 1 720.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.8%-ით მეტია.

Photo Credits to GOPIXA

ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.7%-ს გაუტოლდა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორების პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: ჩინეთი (343.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (280.1 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (228.3 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილებას, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 541.7 მლნ. აშშ დოლარით იკავებს (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31.5%), შემდეგ ადგილზეა ფეროშენადნობები 179.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.4%), ხოლო მესამე ადგილს ყურძნის ნატურალური ღვინოები 142.7 მლნ. აშშ დოლარით იკავებს (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3%).

No Comments Yet

Comments are closed