MISS DIOR ყოველთვის იყო ბედნიერების სურნელოვანი სიმბოლო. ჯერ კიდევ 1947 წელს, ყვავილოვანმა არომატმა ქალებს პოეზიის, ჰარმონიისა და ბედნიერების სურნელი შესთავაზა.
დიორის მოდის სახლმა, 2021 წელს კიდევ ერთხელ გააცოცხლა ლეგენდად ქცეული სუნამო და ქალებს ახალი MISS DIOR EAU DE PARFUM შესთავაზა. სუნამოს სახე კი, რაღა თქმა უნდა, კვლავ ნატალი პორტმანია. 2010 წლიდან, დიორის მოდის სახლი, მასთან ერთად აგრძელებს რომანტიკული სუნამოს ისტორიას.
სუნამოს პრეზენტაცია, რომელიც მაღალი მოდისა და სიყვარულის არომატად ითვლება, სულ ცოტა ხნის წინ Tbilisi Hills Golf & Residenceს-ში გაიმართა. საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, სილამაზისა და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს DIOR-ის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
ყვავილოვანი, რომანტიკული გარემო, ჯადოსნური განწყობა და რაღა თქმა უნდა, ათასი ვარდის ნაზი სურნელით გაჯერებული ემოციები: ასეთი იყო MISS DIOR-ის პრეზენტაცია.
„ახალი MISS DIOR EAU DE PARFUM აერთიანებს ხავერდოვან და მგრძნობიარე ემოციებს. სუნამოში გაერთიანებულია ნაზი ვარდების არომატი, შროშანების მაცოცხლებელი სურნელი და მძაფრი პიონების შთაგონება, რომელიც ხავერდოვანი ირისის არომატით გვირგვინდება“.
ათასი ყვავილით ნაქარგი ახალი MISS DIOR -ის საიდუმლო არომატი გრასის ვარდია – ყვავილი, რომელიც უნიკალურობის სიმბოლოდ იქცა. ეს სურნელი მოსაწვევია, რომელიც ქალების ბუნების სილამაზის აღსანიშნავად გამოაღვიძებს. MISS DIOR-ის ვარდების ტკბილი სურნელი ხომ რომანტიკული სამყაროს გასაღებია, სადაც ადვილია გიყვარდეს, იყო ბედნიერი და გჯეროდეს სასწაულების.
იმოგზაურეთ MISS DIOR -ის სამყაროში, რომელიც 1947 წლიდან დღემდე, თანამედროვე გრასის ვარდების მინდვრებამდე, ბუნების სილამაზესა და ჯადოსნურ მოდას აერთიანებს.