ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი ნიდერლანდური ვოგის დეკემბერი-იანვრის ნომრის ყდაზეა წარმოდგენილი. მატილდა ამჯერად ცნობილი ფოტოგრაფის, ელენ ფონ უნვერტის ობიექტივში მოექცა. ფოტოსესია მოდის ჟურნალისთვის ვენაში, ბელვედერის სასახლეში, გუსტავ კლიმტის ნამუშევრების ფონზე მოეწყო.
ჟურნალ Vogue-ის შეფასებით, ელენ ფონ უნვერტი მოდის ლეგენდარული ფოტოგრაფია, რომელიც მოდის ცნობილ სახლებსა და ჟურნალებთან თანამშრომლობს. ფოტოგრაფის ხედვა და სტილი ემთხვევა კლიმტის ნამუშევრების ესთეტიკას, სწორედ ამიტომ, ჟურნალის დეკემბრის ნომერი ფოტოსესიას განსაკუთრებულ ადგილს უთმობს.
მატილდა გვარლიანი ინდუსტრიაში პირველად 2018 წელს გამოჩნდა. თბილისის Mercedes Benz მოდის კვირეულზე. Fashionholic-ის თანახმად, ქართველი მოდელი აქტიურად თანამშრომლობს მოდის წამყვან სახლებთან, მათ შორისაა Emporio Armani-ი, Polo Ralph Lauren-ი, Louis Vuitton-ი, Carolina Herrera, Fendi, Dior-ი, Chanel-ი და სხვა.