სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, მხარს უჭერს წლის მთავარ მოვლენას, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებს აერთიანებს. უკვე ტრადიციად ქცეული თბილისიმარათონი წელს 1-ელ ოქტომბერს იმართება და სელფი ღონისძიების გენერალური სპონსორია.
თბილისიმარათონი უკვე მე-12 წელია რაც იმართება და ემსახურება საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას. ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშეწყობა, სელფის ერთ–ერთი მიმართულებაა, რისთვისაც სელფი მის აბონენტებს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ პროდუქტებს სთავაზობს. მარათონის მხარდაჭრაც ეხმიანება სელფის მიზანს, მისცეს მომხმარებლებს მოტივაცია დანერგონ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესი.
წელს, მარათონის რეგისტრაციიდან შემოსული თანხა მოხმარდება კასპის სოციალური სერვისის – 6-18 წლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის სრულ რეაბილიტაციას.
დეტალური ინფორმაციისთვის: www.Tbilisimarathon.ge