აშშ-ის არმია პოპულარული აპლიკაციებისაგან ადგილმდებარეობის მონაცემებს ყიდულობს

ონლაინ ჟურნალის „Motherboard“ მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ შეერთებული შტატების არმია რამდენიმე პოპულარული აპლიკაციის ადგილმდებარეობის მონაცემებს ყიდულობდა. ჟურნალის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა მოიპოვა კერძო ინფორმაცია რამდენიმე აპლიკაციიდან, რომელთა შორისაც იყო პოპულარული მუსლიმური პლატფორმებიც, რომელთა გადმოწერის რაოდენობა დაახლოებით 100 მილიონს უტოლდებოდა.

აპლიკაციებს შორის ყველაზე პოპულარული ცნობილი მუსლიმური ლოცვისა და ყურანის აპლიკაცია გახლდათ, სახელად Muslim Pro. ამ საქმეში ჩართული ერთ-ერთი კომპანია X-Mode გახლდათ, რომელიც დაახლოებით 65 მილიონი ადამიანის მონაცემებს ინახავს შეერთებულ შტატებსა და მის გარეთ, სხვადასხვა რეგიონში. თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ სპეციალური ძალების შტაბთან თანამშრომლობის მიზანი კონტრ-ტერორიზმი, კიბერ-უსაფრთხოება და კოვიდ ინფექციის პრევენციაა.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა შეერთებული შტატების არმიამაც და აღნიშნა, რომ მათი წვდომა ამ მონაცემებზე გამოიყენება მხოლოდ ერთი მიზნით, სპეციალური ოპერაციების ძალების მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად.

No Comments Yet

Comments are closed