Huawei ტექნოლოგიური შეზღუდვების გამო შვილობილ ბრენდს  ყიდის

ჩინური სმარტფონების მწარმოებელი კომპანია Huawei თავის ბიუჯეტური სმარტფონების ბრენდს, Honor-ს ყიდის.

აშშ-ს მთავრობის სანქციებმა  Huawei-ს მიწოდება შეზღუდა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით. შეზღუდვების მიხედვით, 15 სექტემბრიდან ვერცერთი კომპანია დათანხმდებოდა Huawei-სგან შეკვეთებს ამერიკული სავაჭრო დეპარტამენტისგან ლიცენზიის მიღების გარეშე.

Image Credits to Huawei

ამერიკულმა სანქციებმა და იმ ფაქტმა, რომ ბევრმა ქვეყანამ აარიდა თავი 5G ქსელზე კონტრაქტების გაფორმებას Huawei-სთან, კომპანიას დიდი ფინანსური დარტყმა მიაყენა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

კომპანიამ  ახალგაზრდებზე ორიენტირებული ბრენდი 2013 წელს დააარსა და სმარტფონებს საშუალო და დაბალი დიაპაზონის ფასებში სთავაზობდა მომხმარებელს.

Huawei-ს განცხადებით, მათ არანაირი წილი აღარ ექნებათ და არ იქნებიან ჩართული Honor-ის კომპანიის მართვაში. „გაყიდვა დაეხმარება Honor-ის გამყიდველებსა და მიმწოდებლებს ამ რთული პერიოდის გადალახვაში“ – ნათქვამია სატელეკომუნიკაციო კომპანიის განცხადებაში.

ბრენდის ახალი მფლობელი Shenzhen Zhixin New Information Technology იქნება, რომელიც Honor-ის 30-ზე მეტი აგენტის, დილერისა და Shenzen Smart City Development Group Co-ს გაერთიანების შედეგად შეიქმნა.

ფინანსური დეტალები არ არის ცნობილი, თუმცა მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბრენდის გაყიდვა 20.75 მილიარდ აშშ დოლარად იგეგმებოდა.

No Comments Yet

Comments are closed