15 სექტემბრიდან კინოთეატრები, ხოლო 1-ლი ოქტომბრიდან თეატრები გაიხსნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, 15 სექტემბრიდან საქართველოში კინოთეატრები სრულად განაახლებენ ფუნქციონირებას. შეზღუდვების მოხსნა 1-ლი ოქტომბრიდან თეატრებსაც შეეხებათ და ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ისინიც შეძლებენ მაყურებელთა დარბაზებში მიღებას.

შეგახსენებთ, რომ დახურულ სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო საქართველოში 2020 წლის მარტის მეორე ნახევრიდან შეწყდა. დღეს ნაწილობრივ აღდგენილია ღია სივრცის კულტურული აქტივობები, სფეროს სრული ხელახალი ამოქმედება კი შემოდგომიდან იგეგმება.