დედოფალი ელისაბედ II მმართველობის ხანგრძლივობით მსოფლიოში რიგით მეორე მონარქია

არსებული მონაცემებით, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II, რომელიც სამეფო ტახტს უკვე 70 წლისა და 127 დღის განმავლობაში იკავებს, ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მსოფლიოში რიგით მეორე მონარქია. ელისაბედი მხოლოდ ოთხი წლის ასაკში გამეფებულ საფრანგეთის მონარქ ლუი XIV-ს ჩამორჩება.

ფოტო: The Telegraph

მმართველობის ხანგრძლივობით, დედოფალმა ელისაბედ II-მ, 2016 წელს გარდაცვლილ ტაილანდის მეფე ბუმიბოლ ადულიადეის გადაასწრო. გასულ კვირას დედოფალმა 96 წლის ე.წ. „პლატინის იუბილე“ ოთხდღიანი ზეიმით აღნიშნა. ოფიციალურად მმართველობის 70 წელს კი დედოფალმა 6 თებერვალს მიაღწია.

სამეფო ტახტზე 2024 წლის მაისამდე დარჩენის შემთხვევაში, დედოფალი ელისაბედი სუვერენული სახელმწიფოს ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველის ტიტულს მოიპოვებს. ლუი XIV-ის მეფობამაც 72 წელი და 110 დღე, 1643 წლიდან 1715 წლამდე გასტანა. თუმცა საფრანგეთის მონარქმა ერთპიროვნული მეფობა მხოლოდ 1661 წელს, 20 წლის ასაკში დაიწყო.

რაც შეეხება ელისაბედ II-ს, მონარქმა სამეფო ტახტი მამის გარდაცვალების შემდგომ, 1952 წლის 6 თებერვალს 25 წლის ასაკში დაიკავა. 2015 წლის სექტემბერში ელისაბედმა მის დიდ ბებიას, დედოფალ ვიქტორიას გადაასწრო და ბრიტანეთის ყველაზე ხანგრძლივი დროის მონარქის ტიტული მოიპოვა. გარდა ამისა, ელისაბედი ყველაზე ხანდაზმული მმართველი დედოფალი და ბრიტანელი მონარქია.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.