4 სექტემბერს Rolling Stones-ის დაკარგული სიმღერა გასაჯაროვდება

დიდი ხნის დაკარგული სიმღერა, რომელიც ჯგუფმა Rolling Stones-მა Led Zeppelin-ის წევრ Jimmy Page-თან ერთად ჩაწერა, უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება. სიმღერას Page-ის ქალიშვილის საპატივსაცემოდ „სკარლეტი” ქვია. ის 1974 წლის ოქტომბერში ჩაიწერა.

Image via Goats Head Soup / Record Company Handout

სიმღერა ჯგუფის 1973 წელს ჩაწერილი ალბომის „Goats Head Soup” ფარგლებში გამოქვეყნდება. ალბომი იამაიკაშია ჩაწერილი და მოიცავს ისეთ ცნობილ ჰიტს, როგორიცაა „Angie”. „სკარლეტთან“ ერთად ჯგუფის  კიდევ ორი უცნობი სიმღერა (All the Rage და Criss Cross) გასაჯაროვდება. მათგან ერთ-ერთს, სახელწოდებით „Criss Cross”, ახალი ვიდეოთი იხილავენ ჯგუფის ფანები. აღნიშნული ნამუშევრების გამოშვება 4 სექტემბრისთვის იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ Rolling Stones ხანგრძლივი პაუზის შემდეგ  ახალ ალბომზე მუშაობს. მათი ბოლო ნამუშევარი 2005 წელს გამოქვეყნდა, სახელწოდებით „A Bigger Bang”. კორონავირუსის პანდემიის პიკისას კი ჯგუფმა სასიამოვნო სიურპრიზით გააოცა გულშემატკივარი და აპრილის თვეში ახალი ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერა „Living in the Ghost Town” გაასაჯაროვა.