რუსი და ამერიკელი ასტრონავტები 9 აპრილს კოსმოსში ერთობლივად გაფრინდნენ

Photo Credits to Roscosmos/Facebook

ხუთშაბათს, 9 აპრილს, ბაიკონურის კოსმოდრომის (ყაზახეთი) საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან, NASA-ს ასტრონავტი კრის კასიდი და რუსეთის კოსმოსური სააგენტო როსკოსმოსის კოსმონავტები – ანატოლი ივანიშინი და ივან ვაგნერი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრინდნენ.

აღნიშნული ფრენა რიგით მესამეა კასიდისა და ივანიშინისთვის, ხოლო პირველი – ვაგნერისთვის.

ეკიპაჟისთვის დაგეგმილი პროგრამა ინტენსიურია, მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ 50-ზე მეტ კვლევასა და ექსპერიმენტში. კასიდი, ივანიშინი და ვაგნერი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შეხვდებიან NASA-ს სხვა ასტრონავტებსაც, რომლებიც კოსმოსურ სადგურზე მაისში ჩაფრინდებიან, SpaceX Demo-2 ფრენის ტესტირების ფარგლებში.

სატესტო ფრენების განხორციელების შემდეგ, NASA აწარმოებს მოლაპარაკებებს როსკოსმოსსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გაგრძელდეს შერეული ეკიპაჟების ფრენა. დღესდღეობით, საიუზის კაფსულაში ადგილის ღირებულება დაახლოებით $86 მილიონია, რაც საკმაოდ გაზრდილია უკანასკნელი დეკადის მანძილზე.