რუსეთში კრემლის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მეოთხე კვირაა მიმდინარეობს

photo – Serge Kutuzov

რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ხაბაროვსკში ათასობით ადამიანი მეოთხე კვირაა, რაც საპროტესტო აქციებს მართავს. ისინი არსებულ პოლიტიკურ კრიზისს აპროტესტებენ და გამოდიან ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგოდ.

მოსკოვიდან 7 სასაათო ზოლითა და, დაახლოებით, 6100 კილომეტრით დაშორებულ ხაბაროვსკში მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს მხარის გუბერნატორის – სერგეი ფურგალის, დაპატიმრების გამო. ამ უკანასკნელს ხელისუფლება წარსულში ჩადენილ მკვლელობაში ადანაშაულებს, რასაც ფურგალი არ აღიარებს.

მისი მხარდამჭერების თანახმად, ზემოთ ხსენებული ბრალდება პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული, რამაც საბოლოო ჯამში მოსახლეობა ქუჩაში გამართულ საპროტესტო აქციებამდე მიიყვანა.

პროტესტანტები „თავისუფლებას“ სკანდირებენ მოითხოვენ. ამასთან, რუსეთს პუტინის გარეშე და პუტინის იმპიჩმენტს.

სამხარეო სამმართველოს თანახმად, მოძროაბაში 3 500-მდე ადამიანია ჩართულია, მაშინ, როცა ადგილობრივი მედიის განცხადებით, პროტესტანტთა რიცხვი 10 000-ზე მეტია.

სერგეი ფურგალის, რომელიც ოპოზიციური ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრია, მხარდამჭერები ამბობენ, რომ მისი ნამდვილი დასჯის მოტივი პროპუტინული პარტიის დამარცხებაა 2018 წელს. კრემლის განცხადებით კი, ფურგალს სერიოზულ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.  

„მთავრობა არ ფიქრობს ჩვენზე, ჩვენ მათთვის არაფერს წარმოადგენთ. ჩვენ სამყაროს დასალიერში ვცხოვრობთ. რუსეთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ სირარიბეში ვცხოვრობთ და პენსიონერებსაც კი მუშაობა გვიწევს.“ – აცხადებს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი წევრი Reuters-თან საუბრისას.