#Shapingthefuture – YOUNG GLOBAL LEADERS

Andrea Sanke – Journalist, Senior Presenter, TRT World – Istanbul

სიდონია ლაღიძე, ნინი აბულაძე.

საგანმანათლებლო გზა

ჩემს განათლებაზე ყველაზე მეტად გავლენა საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობამ იქონია. მიუხედავად იმისა, რომ მე მისურის უნივერსიტეტი დავამთავრე, სწავლის ნახევარი დრო ეკვადორში და კოლუმბიაში გავატარე, რამაც არა მხოლოდ უცხო ენის შესწავლის შესაძლებლობა მომცა, არამედ უცხო კულტურა და პოლიტიკური სისტემა ახლოდან გამაცნო. ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩემს მსოფლმხედველობაზე. ვიცი, რომ ამ გამოცდილების გარეშე დღეს სხვა ადამიანი ვიქნებოდი .

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები წარმატებისთვის

რაღაც უნიკალურის შეთავაზების უნარი. რაიმე განსაკუთრებულის და განსხვავებულის გარეშე, ერთნაირი ადამიანებით გავსებულ მინდორში ხართანაც, მარტივად ჩანაცვლებადი. ჩემთვის, ეს განსაკუთრებული ფაქტორი იყო ჩემი უნარი მეცხოვრა კომფორტულად უცხო და განსხვავებულ გარემოში და შემძლებოდა სხვადასხვა ენაზე საუბარი.

“ახალგაზრდა გლობალური ლიდერების” ინიციატივა – მსოფლიოში ცხოვრების დონის გაუმჯობესება

ეს ინიციატივა აერთიანებს ჭკვიან და წარმატებულ ხალხს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა მათ ერთმანეთს ასწავლონ და ცოდნა გაუზიარონ. შემდეგ კი, ეს ცოდნა გამოვიყენოთ ჩვენს ცხოვრებასა და კარიერაში.

ბრძოლა გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძალაუფლება რაოდენობაშია. ძალიან მნიშვნელოვანია, დავინახოთ ერთმანეთის წარმატება როგორც კოლექტიური წარმატება და არა როგორც კონკურენტის წარმატება.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიების მიერ ქალების გაძლიერებაში შეტანილი წვლილი

უმნიშვნელოვანესიათუ მათ ვერ დაინახეს ის ხარვეზები, რაც მოსდევს მრავალფეროვნების ნაკლებობას სამუშაო ადგილზე და ის უპირატესობები, რაც საზოგადოებრივი სიკეთის გაკეთებას მოაქვსარაფერი არ გაუმჯობესდება. ჩვენი პლანეტის სიმდიდრისა და შესაძლებლობების უმეტესობა წარმატებული კომპანიების ხელშიამათი ყურადღების და ინვესტიციის გარეშე, რაც გააუმჯობესებს ქალთა პოზიციონირებას და სოციალურ პასუხისმგებლობას, არ მგონია რამე შეიცვალოს.

რჩევა ქალებს – სოციო-პოლიტიკური აქტივობის გაზრდის მიზნით

რამდენადაც მნიშვნელოვანია ის, რომ იყო აქტიური შენს ქვეყანაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, დაამყარო კონტაქტები საზღვარგარეთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და კომუნიკაციის და კონტაქტების გარეშე, რთულია, გაზარდო ქალების ეფექტური სოციოპოლიტიკური მონაწილეობა.

Anu Barford – Professor of Law and International Organization, Columbia University

მარიამ რაზმაძე, ანასტასია ღვინერია.

საგანმანათლებლო გზა

მე საერთაშორისო სამართალს და ევროკავშირის სამართალს ვასწავლი, შესაბამისად, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო რუსეთსაქართველოს კონფლიქტის სიღრმისეული გაგება. საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი იყო ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი გამოცდილება. ამასთან, სხვადასხვა კონფერენციაზე და პანელზე გამოსულმა სპიკერებმა, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ახალი პერსპექტივები დამანახეს. პროფესიული თვალსაზრისით, ჩემთვის განსხვავებული და დასამახსოვრებელი იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების, ორი ვარსკვლავისვალერი ჩეხერიას და ლევან ბერულავას მსოფლიო დონის საქმიანობა სასტუმროების ინდუსტრიაში. კოლუმბიის უნივერსიტეტი მათით ამაყობს. მეც არაჩვეულებრივი ქართველი სტუდენტები მყოლია კოლუმბიის უნივერსიტეტში და ძალიან მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა ვასწავლო თქვენს ყველაზე ნიჭიერ, ახალზარდა იურისტებს და ვიხილოთ მათი დაბრუნება საქართველოში. ქვეყანას ნამდვილად სჭირდება მათი ნიჭი, ხედვა, ცოდნა, გამოცდილება და მათი კონტაქტები საზღვარგარეთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები წარმატებისთვის

მე ყოველთვის სამ მნიშვნელოვან უნარზე ვამახვილებ ყურადღებასშემოქმედებითობა, ცნობისმოყვარეობა და თავდაჯერებულობა. ჩვენი კურსადამთავრებულებიდან, ამ უნარების მქონე ადამიანები არიან ყველაზე წარმატებულნი.

“ახალგაზრდა გლობალური ლიდერების” ინიციატივა – მსოფლიოში ცხოვრების დონის გაუმჯობესება

მსგავსი შემეცნებითი მოგზაურობა ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან უყრის თავს, რათა ისინი კონცენტრირდნენ ერთ ქვეყანაზე და ერთ რეგიონზეამჯერად, ეს ქვეყანა საქართველოა. ჩვენ უფრო სიღრმისეულად ვიგებთ თქვენი ქვეყნის წარმატების ისტორიებს და დაბრკოლებებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აქაურ ლიდერებთან შეხვედრისას, გარკვეული კვალი დავტოვეთ საქართველოს აწმყოსა და მომავალზე. ჩვენ წარვადგინეთ ბევრი იდეა, რაც, იმედი გვაქვს, გავლენას მოახდენს გარკვეულ სამომავლო გადაწყვეტილებებზე. როგორც პროფესორი, მე ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებზე ვწერ და ჩემი კვლევა, ახლა გაცილებით უფრო ინფორმირებული იქნება საქართველოს და ევროკავშირის ვაჭრობასა და პოლიტიკურ ურთიერთობაზე.

ბრძოლა გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ

გამჭვირვალობა ხელფასებზე და გადასახადების ბრუნვის გამოქვეყნება. მაგალითად, ფინეთში ყველა გადასახადი, რასაც თითოეული მოქალაქე იხდის საჯარო ინფორმაციაა. ეს ხელს შეუწყობს გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრას. ასევე,კომპანიები უნდა ატრენინგებდნენ ქალებს. მედიამაც ხელი უნდა შეუწყოს და წინ წამოწიოს წარმატებული ქალები, ვინც მისაბაძი მაგალითები იქნებიან ახალგაზრდა გოგოებისთვის და, ამავდროულად, ამხილოს კომპანიები და ორგანიზაციები, ვინც არ უწყობს ხელს გენდერულ თანასწორობას.

რჩევა ქალებს – სოციო-პოლიტიკური აქტივობის გაზრდის მიზნით

რთულია, წარმატებას მიაღწიო მარტომ. შეკრიბე მეგობრები, შექმენი ჯგუფი, დაეყრედენი სხვებს, ასწავლე სხვებს და ისწავლე მათგან! შესაძლებლობა მიეცი ნიჭიერ ხალხს შენ გარშემო, რამდენად ხშირადაც შეგიძლია; ყველას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორც საქართველოა (ფინეთივით, საიდანაც მე ვარ), ყველას გჭირდებათ ნიჭი, რომ გამოიყენოთ კონტაქტები და ქვეყნის რეალობა ერთად შეცვალოთ უკეთესობისკენ.

Marietje Schaake – Member of European Parliament (Alliance of Liberals and Democrats for Europe)

თათა ბობოხიძე, ირინე ფიფია.

საგანმანათლებლო გზა

ყოველთვის სამუშაო გამოცდილებით ვსწავლობდიიქნებოდა ეს რესტორანში მუშაობა თუ ქალების თავშესაფარში მოხალისეობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები წარმატებისთვის

დღევანდელ მსოფლიოში, აუცილებელია, ციფრული უნარები, მაგრამ, ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის იქნება ადგილი პროფესიონალებისთვის სამედიცინო, იურიდიულ, ფინანსურ სფეროებში. წარმატებული კარიერისთვის უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს. უნდა გიყვარდეს შენი საქმე და ხალისობდე, სხვაგვარად რთულია 30-40 წელი ერთი საქმის კეთება.

“ახალგაზრდა გლობალური ლიდერების” ინიციატივა – მსოფლიოში ცხოვრების დონის გაუმჯობესება

ჩვენ საქართველოს შეცნობის შესაძლებლობა მოგვეცა. ამის განუყოფელი ნაწილი იყო თქვენი პერსპექტივიდან დანახული პუტინის პროვოკაციების პოლიტიკა და მისი გავლენა გაჭირვებულ მოსახლეობაზე. მსოფლიო და, განსაკუთრებით, ევროპა, არ უნდა იყოს ჩუმად. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებით, ქართველი ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდება.

ბრძოლა გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ

კანონმდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე ხელფასი იგივე საქმისთვის, ამავდროულად, ბავშვებზე ზრუნვა და კაცებისთვის დეკრეტული შვებულების არსებობა. ვფიქრობ, ეკონომიკური არგუმენტია, რომ ნიჭი არ უნდა დარჩეს დაუსაქმებელი, ყველაზე მეტ მხარდამჭერს მოიზიდავს. სარგებელი ის ენაა, რომელიც ყველას ესმის, მათ შორის კაცებსაც.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიების მიერ ქალების გაძლიერებაში შეტანილი წვლილი

ვფიქრობ, სწორია, რომ კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და მონაწილეობა მიიღონ ქალთა გაძლიერებაში. კომპანიები უნდა იქცეოდნენ, როგორც კორპორატიული მოქალაქეები, რომლებსაც საზოგადოება ნდობას უცხადებს. იქიდან გამომდინარე, რომ კორპორატიული ლიდერებისადმი უნდობლობა არსებობს, მეტი სოციალური პასუხისმგებლობის აღების საჭიროება უფროა, ვიდრე ფუფუნება.

რჩევა ქალებს – სოციო-პოლიტიკური აქტივობის გაზრდის მიზნით

იყავით ძლიერები, მხარი დაუჭირეთ ერთამენთს და გწამდეთ საკუთარი შესაძლებლობის, რომ იპოვით გამოსავალს!

Ng Yeen Seen – Founder and CEO of Centre for Research, Advisory and Technology (CREATE). Entrepreneurial Development Council Member, Ministry of Education, Malaysia.

ნიტა კვირიკაძე, ელენე მიმინოშვილი.

საგანმანათლებლო გზა

მახსოვს, პირველი კურსის პირველი კვირა იყო ბრიტანეთში, სახლიდან შორს, რომ გავიგემალაიზიის სტუდენტურ კლუბს პრობლემები ჰქონდა. ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ კლუბი აუცილებლად უნდა აღგვედგინა. მაშინ ჩავერთე სტუდენტურ პოლიტიკაშიკლუბის მართვა ადვილი არ იყო, მაგრამ ერთად ყველაფერი შევძელით. ეს იყო ის შესაძლებლობები, რომელიც დამეხმარა გავმხდარიყავი ის, რაც დღეს ვარ. ძალიან მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვისაც ჩემი სჯეროდათ და სჯერათ.

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები წარმატებისთვის

არსებობს უნარები, რაც ყველა ინდუსტრიაში აუცილებელია გქონდესსწორი ღირებულებათა სისტემა, IQ, ეთიკა, მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის უნარი, ადაპტაციის უნარი, ასევე ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაციის უნარები. რა თქმა უნდა, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობაც წარმატების საწინდარია.

“ახალგაზრდა გლობალური ლიდერების” ინიციატივა – მსოფლიოში ცხოვრების დონის გაუმჯობესება

ახალგაზრდა გლობალური ლიდერებისშემეცნებითმა მოგზაურობამ საქართველოში დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ძალიან დავაფასე საქართველოს მდიდარი კულტურა და მძიმე ისტორია, მაგალითად, ვნახეთ რუსეთის პოლიტიკის მძიმე კვალი საქართველოზე.რაც საქართველოზე მქონდა წაკითხული, უფრო ფართო კონტექსტში მოვაქციე და საფუძვლიანად გადავახარისხე ქართველი ხალხის სითბო, ტრადიცია და სტუმართმოყვარეობა. ქართული კულტურის მინიგამოკვლევამ უფრო სენსიტიური გამხადა თქვენი ისტორიის მიმართმე მალაიზიაში უფრო სენსიტიური ადამიანი დავბრუნდები.

ბრძოლა გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ

მხოლოდ მაშინ შევძლებთ თანაბარი შესაძლებლობების მიცემას ყველასთვისმიუხედავად მათი გენდერის, რასის და რელიგიისა, როცა კაცები მიხვდებიან, რომ ქალებს როგორც თანასწორს, ისე უნდა მოექცნენ. ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიღება და იმპლიმენტაცია ძალიან მნიშვნელოვანიასხვანაირად, ჩვენ კვლავ ვიხილავთ ირიბ დისკრიმინაციას, რაც ქალებს წინაღობებს უქმნის კონკრეტულ სექტორებში და პოზიციებზე. ამ ყველაფრის გარეშე, ცხოვრება არასდროს იქნება სამართლიანი თამაში.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიების მიერ ქალების გაძლიერებაში შეტანილი წვლილი

ქალების გაძლიერება არ არის სოციალური პასუხისმგებლობა, ადამიანური პასუხისმგებლობაა. არავის არ უნდა წავართვათ კონსტიტუციური უფლება, იყვნენ თანასწორნი კანონის წინაშე, ყველას უნდა მივცეთ თანაბარი შესაძლებლობები, ყველა ფრონტზე. მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, სოციალური თანასწორობა და სამართლიანობა ყველა სექტორში და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა რგოლზე.

რჩევა ქალებს – სოციო-პოლიტიკური აქტივობის გაზრდის მიზნით

განათლების, კონკრეტულად, სამოქალაქო განათლების ხარისხის ზრდა და ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია. ჩვენი პასუხისმგებლობაა გოგოებს კარგად დავანახოთ, რა კარიერული შესაძლებლობები აქვთ და დავაჯეროთ, რომ მათ შეუძლიათ წარმატების მიღწევა, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზეც. ბევრი ქალი ლიდერი, ჯერ კიდევ ჩრდილშია. არ ვიცით მათი სახელები, მაგრამ მათ ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ თავიანთ საქმიანობაში.

Tamara Pavasovic Trost – Assistant professor of Sociology, Faculty of Economics, University of Ljubljana, Slovenia

სესილი ბერძენიშვილი

საგანმანათლებლო გზა

სკოლა სერბეთში დავამთავრე და უნივერსიტეტისთვის აშშში წავედი. ამერიკაში ძალიან ბევრი შესაძლებლობები მქონდადაფინანსებები, სტაჟირებები, ზაფხულის სკოლები და სხვადასხვა სასწავლო გამოცდილება (დებატები, NATO-ს და UN-ის მოდელირება და ა.). ვცდილობდი, არაფერი გამომეტოვებინა. ყოველ ზაფხულს ბაკალავრის და მაგისტრატურის დროს, სტაჟირებებს ვაკეთებდი და საზაფხულო სკოლებში ვიღებდი მონაწილეობასვფიქრობ, ეს იყო უმნიშვნელოვანესი ჩემი სამომავლო კარიერისთვის. ამას გარდა, შევიძინე კონტაქტები, კომუნიკაცია მქონდა პროფესორებთან და მენტორებთან, რასაც პოსტსოციალისტურ სივრცეებში არ ვართ მიჩვეულები. არადა, მენტორების არსებობა და მათთან კომუნიკაცია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატებისთვის. ასევე, მოხალისედ ვმუშაობდი და აქტიურად ვიყავი საზოგადოებრივ პროცესებში ჩართული. ვფიქრობ, მსგავსი გამოცდილება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაწონასწორებულ ადამიანად ჩამოყალიბდე.

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები წარმატებისთვის

ვფიქრობ მოქნილობა, კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელი ცვლილებების სამყაროში. სამწუხაროდ, ამას ტრადიციული განათლების სისტემა არ ასწავლის, რადგან ორიენტირებულია გამეორებაზე და სტანდარტიზაციაზე, შესაბამისად, ამ უნარების მოპოვება საჭიროა კლასგარეშე აქტივობებით, სტაჟირებებით და საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით.

“ახალგაზრდა გლობალური ლიდერების” ინიციატივა – მსოფლიოში ცხოვრების დონის გაუმჯობესება

საუკეთესო გზა ახალგაზრდა გოგოების გაძლიერებისთვის, არის მათთვის პოზიტიური მაგალითების გაზიარება. სოციალიზაციის ადრეული პრაქტიკის შეცვლა სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანიამაგალითად, გენდერული როლები სკოლის წიგნებში, მასწავლებლების ირიბი მესიჯები გოგოებისთვის მათ პოტენციალზე STEM-ში, მათი თავდაჯერებულობის მომატება და წარმატებული ქალების გამოცდილების გაზიარება. შრომით ბაზარზე, გენდერულ დისკრიმინაციასთან ბრძოლის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, რომელშიც წვლილი ყველამ უნდა შეიტანოს, მაშინაც კი, როცა უშუალოდ ჩვენ არ ვართ მსხვერპლნი.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიების მიერ ქალების გაძლიერებაში შეტანილი წვლილი

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ფემინიზმის და ქალების გაძლიერება კაცების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად, სინამდვილეში, საზოგადოებაც (და კომპანიებიც) უფრო მეტ სარგებელს იღებენ თანასწორი საზოგადოებისგან. გენდერული თანასწორობა ეხმარება ეკონომიკას. მაგალითად The Economist წერს, რომ თუ ქალების მონაწილეობის ზრდა შრომით ბაზარზე კაცებისას გაუტოლდება, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მშპ 10-20%-ით გაიზრდება. თანასწორობა კაცებს ეხმარება ისეთი სასარგებლო პრაქტიკების დამკვიდრებაში, როგორიცაა, დეკრეტული შვებულება, კაცებზე სექსუალური ზეწოლა და ძალადობა და ა.

რჩევა ქალებს – სოციო-პოლიტიკური აქტივობის გაზრდის მიზნით

საქართველოს შეუძლია იამაყოს პარლამენტში ქალი დეპუტატების რაოდენობის ზრდით. თუმცა, თუ დავეყრდნოებით WEF-ის გლობალურ გენდერულ აცდენას, საქართველოს მაჩვენებელი ისევ საშუალოზე დაბალია. ძალიან მაღალი მაჩვენებელია ქალების მიერ განათლების მიღებაზე, თუმცა ძალიან დაბალი ქალების პოლიტიკურ გაძლიერებაზე. ეს ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში ქალები წყვეტენ პროფესიულ ზრდას, სავარაუდოდ, საზოგადოების მხრიდან, ოჯახის შექმნის წნეხისა და შესაძლებლობების ნაკლებობის გამო.

Anja Svetina Nabergoj – Lecturer, Hasso Plattner Institute of Design, Stanford University & Associate Professor, School of Business and Economics, University of Ljubljana

თათა ხიდეშელი

საგანმანათლებლო გზა

საქართველოში პირველი, რაც თვალში მომხვდა ქართველი ხალხის გულწრფელობა და კეთილშობილებააყველგან იგრძნობა, რომ ხალხი ერთმანეთს უვლისსასტუმროდან დაწყებული, ქუჩაში სეირნობით და ბასიანზე ცეკვით დამთავრებული. მე ვასწავლი კრეატივს, დიზაინს და ინოვაციას, შესაბამისად, ძალიან ვაკვირდები ყველა იმ ადგილის ესთეტიკას, რომელსაც ვსტუმრობ. საქართველოში ძალიან უნიკალური, ახალი დიზაინი და ესთეტიკა აღმოვაჩინეიქნება ეს მოდის ინდუსტრიაში თუ ინტერიერის დიზაინში. მას ძალიან დიდი კრეატიული პოტენციალი აქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები წარმატებისთვის

ჩემი აზრით, ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც მეტს შრომობს, ვისაც ნაკლები ძილი სჭირდება, ვინც უფრო პროდუქტიულია, ვინც უკეთესად იცის როგორ მოხვდეს პრესტიჟულ სასწავლებელში ან მოიპოვოს ყველაზე მოთხოვნადი სამსახურები. შესაბამისად, მე სულ ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავებს, უკეთესად შეიცნონ და მიიღონ საკუთარი უნარები, ხასიათი და ნიშანთვისებები.

“ახალგაზრდა გლობალური ლიდერების” ინიციატივა – მსოფლიოში ცხოვრების დონის გაუმჯობესება

ჩემთვის საუკეთესო მოგზაურობაა, როდესაც მუშაობ ან ცხოვრობ იქ, ან გყავს ნაცნობი, რომელიც ქალაქს სხვანაირი კუთხით დაგანახებს. სწორედ ეს გააკეთეს ქართველმაახალგაზრდა გლობალურმა ლიდერებმა.” ჩვენ გავიცანით საქართველო ახლოდან, ისე როგორც ვერც ერთი სამოგზაურო გზამკვლევი ვერ გვანახებდა. ჩვენ გავიცანით არაჩვეულებრივი ხალხი, რომელსაც სჯერათ საქართველოს პოტენციალის, ცვლილებები შეაქვთ და ახალ სიცოცხლეს აძლევენ დავიწყებულ მხარეებს. ძალიან ნათლად დავინახე, თუ რა შედეგები შეიძლება მივიღოთ, როდესაც საქმის მცოდნე, სწორი ადამიანები ერთად იკრიბებიან და უყურებენ ინოვაციას.

ბრძოლა გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ / კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიების მიერ ქალების გაძლიერებაში შეტანილი წვლილი

ქალებს ძალიან უჭირთ იყვნენ კეთილები საკუთარი თავის მიმართ, იპოვონ რა არის კარგი მათთვის და დაუჯერონ საკუთარ ინტუიციას. თუ კომპანიები დაეხმარებიან ქალებს ამ სამ ასპექტში, ძალიან კარგ გავლენას მოახდენენ თანამშრომლომებზე. იქიდან გამომდინარე, რომ ქალები ბევრ ქვეყანაში უფრო მეტად არიან ჩართული ოჯახურ საქმიანობაში და ამავდროულად, მუშაობენ. მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ცნობიერება კაცებსა და ქალებში, თუ რა პასუხისმგებლობები არსებობს და როგორ უნდა გადაინაწილონ და დააბალანსონ ისინი. ბალანსი არ ნიშნავს ყოველთვის 50/50, უბრალოდ ნიშნავს, რომ ერთმანეთის პატივისცემით უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ნიშნავს მოვუაროთ ერთამენთსარ აქვს მნიშვნელობა გენდერს.

რჩევა ქალებს – სოციო-პოლიტიკური აქტივობის გაზრდის მიზნით

საქართველოში მისაბაძი ქალები ნამდვილად არიან და იმედი მაქვს, რომ ისინი მაგალითს მისცემენ ახალგაზრდა თაობას. მათი ისტორიების გაზიარება, მათ შორის მათი დაბრკოლებების და დანაკარგებისა, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაპრიალებული იმიჯის გაპიარება. გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ყველამ უნდა ვიპოვოთ საუკეთესო გზა, რითაც მსოფლიოს უკეთეს ადგილს გახდის, არა მხოლოდ წარმატების მიღწევით, არამედ მნიშვნელოვანი პრობლებების პოვნით და მათი გადაჭრით, არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ ადამიანურადაც.

Susan Mashibe – Founder and CEO, Via Aviation LTD

ნუცა გამეზარდაშვილი, ქეთო ლეჟავა

საგანმანათლებლო გზა

ჩემი საგანმანათლებლო გზა დაიწყო მაშინ, როდესაც პირველად წავედი აეროპორტში და ვნახე თვითმფრინავი. მაშინ ჩემი ოცნება იყო პილოტი გავმხდარიყავი. როდესაც სკოლა დავამთავრე, ტანზანიიდან ამერიკაში წავედი, ავიაციის სასწავლებლად. ენობრივი ბარიერის გამო, ვერ ვახერხებდი კარგ კომუნიკაციას და შესაბამისად, ფრენის ნაცვლად, ინგლისურის სწავლა მომიწია. ამასთან, კარგი ვიყავი მეცნიერებასა და მათემატიკაში, ამიტომ სწავლა დავიწყე Aicraft Maintenance Technology program-ზე. ჩემიტრეინინგიდამეხმარა საკუთარი ბიზნესი დამეწყო ავიაციის სფეროში.

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები წარმატებისთვის

ნებისმიერი უნარი, რომელიც გაძლევს საშუალებას, სწრაფი და დროული გადაწყვეტილება მიიღო.

ბრძოლა გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ

როდესაც ასწავლი და აძლიერებ ქალებს, ავტომატურად აძლიერებ საზოგადოებასაც.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიების მიერ ქალების გაძლიერებაში შეტანილი წვლილი

უნდა გვყავდეს მეტი ქალი მმართველ პოზიციებზე და გადაწყვეტილების მიმღებ პირებად. უფრო და უფრო მეტი კომპანია აცნობიერებს ქალების როლს ეკონომიკურ ზრდაში და უფრო მეტი ორგანიზაცია იჩენს ინიციატივას, დაატრენინგოს ქალები ლიდერი პოზიციებისთვის.

რჩევა ქალებს – სოციო-პოლიტიკური აქტივობის გაზრდის მიზნით

ის ქალები, რომელიც ძალაუფლების პოზიციებზე არიან, აქტიურად უნდა ასწავლიდნენ ახალგაზრდა გოგოებს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.