გონება, სხეული, სული — სნეპ პრემიუმისა და Gorillas’ Production-ის ახალი კამპანია

Snap Premium Fitness-ი და Gorillas’ Production-ი გარშემომყოფებისთვის ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობის გასაზიარებლად გაერთიანდნენ. პარტნიორობის შედეგად შექმნილი პროექტი დაშენდა საკუთარი თავის სრულყოფის ფილოსოფიურ მიდგომაზე „გონება, სხეული და სული“. პროექტში ჩართულობა სწორედ ამ სამი მიმართულებით გამოჯანსაღებას ემსახურება.

ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა გახლდათ ის საერთო ხედვა და ინტერესი, რომლის გარშემოც განსხვავებულ ინდუსტრიებში მომუშავე ორი ბრენდი გაერთიანდა.

კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელშიც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ქალები არიან წარმოდგენილი: ნინუცა ორჯონიკიძე, ნინო ელიავა, მაკა კვიციანი, ნინჩო ჯიბლაძე და ნანა რუხაძე ვაშლოვანის ნაკრძალში, თბილისიდან 200 კილომეტრის მოშორებით, ბუნებასთან სიახლოვით, თავგადასავლებში ჩაძირვითა და მიმღებლობით ახერხებენ საკუთარ თავზე ზრუნვასა და განტვირთვას.

კამპანიის მიზანია, აუდიტორიამდე მიიტანოს გზავნილი, რომ საქმიანი, შრომისმოყვარე, სოციალურად აქტიური და წარმატებული ადამიანებისთვის ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა პრიორიტეტია. შესაბამისად, ვიდეორგოლში გადმოცემულია წარმატებული ქალების როგორც საქმიანი, ისე მის მიღმა ცხოვრება – ერთი დღე ქალაქგარეთ, „ქართულ აფრიკაში“, სადაც იდეალურადაა შესაძლებელი პანორამული ხედებით ტკბობა, ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის შემეცნება, ტალახის ვულკანების აღმოჩენა, ღრმად ჩასუნთქვა. აქ წარმოდგენილია ყველაფერი, რაც თავს სხვა პლანეტაზე გვაგრძნობინებს.

ვიდეორგოლის მთავარი სათქმელიც, კადრებითა თუ ორგანული ხმებით, ქალაქისა და ბუნების კონტრასტის ხაზგასმით გამოიხატა – შვებას საკუთარ თავზე ზრუნვით მოიპოვებთ, ბუნებასთან სიახლოვით, თავგადასავლებში ჩაძირვითა და მიმღებლობით.

„სნეპ პრემიუმ“ კი, Gorillas’ Production-თან ერთად, საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენის გზაზე, საიმედო მეგზურობას გაგიწევთ – „აქ და ახლა“ ყოფნით ტკბობის შესაძლებლობის მიცემა და ერთი ჩვეულებრივი დღის განსაკუთრებულ მოგონებად ქცევა ბრენდების მთავარი საზრუნავია.

„სნეპისთვის“ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კამპანიას ფიზიკური და მენტალური გამოჯანსაღების გარშემო შლის. ბრენდი თითოეულ ნაბიჯს საკუთარი აუდიტორიის კეთილდღეობაზე დაყრდნობით გეგმავს და ხშირად ახსენებს მათ, რომ საკუთარი თავის სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია და მათ იმ გზებსაც უზიარებს, რომლითაც ადამიანები ყოველდღიურობაში დაკარგული ნამდვილი „მეს“ ახალ და უფრო მშვიდ, საინტერესო, კეთილგანწყობილ ინდივიდებს აღმოაჩენენ.

ახალი კამპანიის იდეა სრულად ეხმიანება სნეპ პრემიუმის ხედვასა და მიდგომებს. ეს არის სივრცე, რომლის გუნდიც სრულად არის ორიენტირებული მხარდაჭერაზე, რათა ყოველდღიური, პატარ-პატარა ნაბიჯებით, დიდ მიღწევებამდე მიგვიყვანოს.

ამასთან, პრემიუმ კლასის სავარჯიშო დარბაზი სრულადაა აღჭურვილი technogym-ის უახლესი ტრენაჟორებით. აქ სხვადასხვა სივრცეა თავმოყრილი, რაც ყველა ტიპის მომხმარებლის სურვილს აკმაყოფილებს. სნეპ პრემიუმში მომხმარებელს შეუძლია, 12 სხვადასხვა ტიპის ჯგუფური აქტივობით  ისარგებლოს: ტაბატა, აერობიკა, პილატესი, ბოდი ბალეტი, იოგა, BOXFIT, ფუნქციონალური ვარჯიში, სთრეჩინგი,TRX, სპინინგი და ABS.

მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობის ყველასთვის გასაგებ ენაზე თარგმნა არც Gorillas’ Production-ისთვის ყოფილა გამოწვევა. ამბების უნივერსალურად თხრობის ოცწლიანი გამოცდილება სნეპ პრემიუმისა და Gorillas’ Production-ის ახალ კამპანიაშიც სრულყოფილადაა რეალიზებული.