თიბისის მომხმარებლები ციფრული ბარათის მიღებას დისტანციურად, 1 წუთში შეძლებენ

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის და ვიზას ინიციატივით, საქართველოში პირველი ციფრული ბარათით სარგებლობა უკვე შესაძლებელია.

ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალების გამოყენებით, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. უახლოეს მომავალში ბარათს ონლაინ გადახდის სერვისიც დაემატება.

ციფრული ბარათის შეკვეთა და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, ავტომატურად მოთხოვნისთანავე აქტიურდება, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი დამატება ციფრულ საფულეში – APPLE WALLET, TBC WALLET.

ციფრული ბარათის უპირატესობებია:
· მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
· მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;
· მომხმარებელი არ ელოდება ბარათის ფოსტით მიღებას;
· ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის“ შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;
· ბარათის დამატება მომენტალურადაა შესაძლებელია ციფრულ საფულეში;
· ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay ან tbc Wallet;
· Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია apple Pay-ით თანხის განაღდება.

ბარათით სარგებლობა ამ ეტაპზე ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, უახლოეს მომავალში კი ის ხელმისაწვდომი იურიდიული პირებისთვისაც გახდება.

2 Comments
  1. Wow, superb blog format! How lengthy have you ever been blogging for?
    you made blogging look easy. The total glance of
    your web site is wonderful, let alone the content material!
    You can see similar here ecommerce

  2. Hi! Do you know if they make any plugins to help with Search Engine Optimization? I’m trying to get my blog to rank for
    some targeted keywords but I’m not seeing very good success.
    If you know of any please share. Thank you! You can read similar blog here:
    Sklep internetowy

Leave a Reply

Your email address will not be published.