Tinder ვიდეო ჩატის ფუნქციას დაამატებს

კორონავირუსის გავრცელებისა და იზოლაციის რეჟიმის ფონზე Tinder-ის დამფუძნებელი კომპანია Match Group აპლიკაციისთვის ახალი ფუნქციის დამატებას აანონსებს. ეს აპლიკაციისთვის უდიდესი ცვლილება იქნება, რომელიც, კომპანიის განცხადებით, მომხმარებლისთვის მიმდინარე წლის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

„იზოლაცია განსაკუთრებით რთული იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც პარტიორი არ ჰყავთ და ჩვენი აპლიკაციის გამოყენების გარდა, სხვებთან შეხვედრისა და ურთიერთობის სხვა შესაძლებლობა ამჟამად არ აქვთ.“ – აცხადებს ბრენდი საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

სიახლის დაანონსებამ გამოიწვია საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ ახალი ფუნქცია შესაძლოა შევიწროებისა და ძალადობის იარაღად იქცეს. ჯერ-ჯერობით Tinder დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრენდი აქტიურად მუშაობს შეურაცხმყოფელი გამოსახულების დაფიქსირებისა და გამოაშკარავებისათვის საჭირო სისტემაზეც.