თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

ნოემბერში ტურიზმისა და გზავნილების კვლავ ძლიერი დინამიკა დაფიქსირდა. კერძოდ, ტურისტული შემოსავლები, მიგრაციის ეფექტის ჩათლით, 2019 წლის იმავე თვის 151%-ს გაუტოლდა მაშინ, როდესაც წინა თვეში ანალოგიური მაჩვენებელი 126%-ს შეადგენდა. გზავნილების მხრივ, აღსანიშნავია, რომ შემოდინებები რუსეთის კონტრიბუციის შესაბამისი შესწორების შემდეგაც ძალიან მაღალი იყო. ექსპორტისა და იმპორტის მხრივ, წინა თვესთან შედარებით, საგარეო ვაჭრობამ იმატა, თუმცა საერთო ტენდენციას უფრო ზომიერი შეიძლება ეწოდოს, რაც ძირითადად საერთაშორისო სასაქონლო ფასების ნორმალიზების შედეგია.

ექსპორტის, იმპორტის, ტურისტული შემოდინებებისა და გზავნილების ბალანსი ნოემბერში გაუარესდა, თუმცა უფრო სეზონური ფაქტორების გამორიცხვის გარეშე. თავისთავად, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ამას ლარზე უარყოფითად არ უმოქმედია. ასევე, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ზრდაც, აშშ დოლარის შესყიდვის მიმართულებით, საკმაოდ მასშტაბური ინტერვენციების ფონზე, სიახლეს არ წარმოადგენს. ისევე, როგორც მე-3 კვარტალში დაფიქსირებული საშუალო ხელფასის 16.5%-იანი მატება, რაც თიბისი კაპიტალის აზრით, მომავალ წელს, ეკონომიკის ზრდისა და ინფლაციის დანორმალიზებასთან ერთად, უფრო ზომიერი ნიშნულით განისაზღვრება. შესაბამისად, თიბისი კაპიტალის პროგნოზი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მარტში პირველ შემცირებასთან და მანამდე უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით დღესაც უცვლელია.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.