თიბისი ბანკის მთავარი ღირებულება მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების უწყვეტი განვითარებით, მათთვის ცხოვრების გამარტივების გზების მოძებნაა. ამასთან, თიბისისთვის ხარისხის მაღალი სტანდარტი ერთ-ერთ უცვლელ და წლების განმავლობაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.
თიბისი კონცეპტი პრემიუმ შეთავაზებაა იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც 21-ე საუკუნის თანამედროვე ადამიანისთვის დამახასიათებელი საჭიროებები აქვთ. ასეთი ადამიანების რიცხვი ქვეყნის განვითარებასთან ერთად იმატებს, შესაბამისად, თიბისი კონცეპტიც ცდილობს, თითოეული მათგანის განსხვავებულ საჭიროებებსა და ინტერესებს უკეთ მოერგოს.
შესაბამისად, გასული ორი წლის განმავლობაში თიბისი კონცეპტმა ბევრი ცვლილება განიცადა, მათ შორის ე. წ. გამოწერის მოდელი დანერგა და თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე გახსნა, რითაც მარჯანიშვილის 7-ში მდებარე ისტორიულ შენობას ახალი სიცოცხლე შესძინა.
თიბისი კონცეპტის შარშანდელ რებრენდინგზე და მის შედეგებზე, სერვისების ახალ ნაკრებებზე და მათ უპირატესობებზე, არაერთ კულტურულ და ინტელექტუალურ ღონისძიებაზე და მარჯანიშვილის ქუჩაზე, ისტორიულ შენობაში მდებარე განახლებულ სივრცეზე თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების, თიბისი კონცეპტის ხელმძღვანელს, ნატა ხურციძეს ვესაუბრეთ.
ნატა, პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს, თიბისი კონცეპტმა მომხმარებელს არაერთი საინტერესო პროექტი შესთავაზა. როგორი იყო 2021 წელი თქვენთვის?
მიუხედავად გასული წლის სირთულეებისა და გამოწვევებისა, 2021 ჩვენთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ჩვენი გუნდის შრომისა და მონდომების შედეგად შევძელით, შეგვესრულებინა ყველა დასახული ფინანსური მიზანი: მკვეთრად გავზარდეთ მომხმარებელთა რაოდენობა, სადეპოზიტო და სასესხო პორტფელების მოცულობა – უკანასკნელის მოცულობამ ოთხ მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ძალიან საამაყოა, რომ წლების განმავლობაში თიბისი კონცეპტმა ბევრი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
გასულ წელს, საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალებმა, The Banker-მა და PWM-მა საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაგვაჯილდოვეს. ეს პრესტიჟული ჯილდო 2014 წლიდან დღემდე უკვე მეექვსედ მოვიპოვეთ. მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance-მა კი, ზედიზედ მესამედ, ბაზარზე წამყვანი პოზიციისა და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალურ საბანკო მომსახურებად დაასახელა.
ამ წარმატებას საფუძვლად უდევს ის მიზანი, რომელიც თიბისი კონცეპტს, როგორც ბრენდს და ბიზნესს ამოძრავებს – შევქმნათ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც, რა თქმა უნდა, მომხმარებელზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნაში, მათ განუწყვეტელ დახვეწაში ითარგმნება.
ჩვენს მისიასაც – გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება – ყოველდღიურობაში სწორედ ასეთი მიდგომით ვთარგმნით: მომხმარებლებს აღვიქვამთ, როგორც უნიკალურ ინდივიდებს. ამ დროისათვის ვემსახურებით ასი ათასზე მეტ მომხმარებელს, რომელთა ინტერესებისა და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სამი ნაკრები შევქმენით: ციფრული ნაკრები, პრემიუმ ნაკრები და კონცეპტ 360. უკანასკნელი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ის გასცდა ტრადიციულ ფინანსურ საჭიროებებს – ის აკმაყოფილებს მომხმარებლების საინვესტიციო და არაფინანსურ საჭიროებებს და საკუთარ თავში აერთიანებს ყველაფერს, რაც ჩვენს მომხმარებელს სჭირდება.
თუმცა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მომხმარებლის მრავალფეროვანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სამი ნაკრებიც კი არ არის საკმარისი. აქედან გამომდინარე, გვსურს, რომ წელს, ჩვენი მომსახურება კიდევ უფრო შემოქმედებითი გავხადოთ, რისთვისაც მომხმარებლებს დანამატებს, ე. წ. “add-on”-ებს შევთავაზებთ, რაც მომხმარებლებს საკუთარი უნიკალური ნაკრების შექმნის შესაძლებლობას მისცემს – ნაკრების, რომელშიც მხოლოდ მათთვის სასურველი სერვისები იქნება თავმოყრილი.
მოგვიყევით, რა შედეგები აჩვენა 360 ნაკრებმა?
ეს ნაკრები ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, რომელთაც ტრადიციული საბანკო სერვისების გარდა, საინვესტიციო პროდუქტებიც სჭირდებათ. იქიდან გამომდინარე, რომ სახელწოდებაც მომხმარებლის საჭიროებების სრულ დაფარვას გვკარნახობს, ამ ნაკრებში საქართველოში არსებული უმაღლესი კლასის ბარათები – Mastercard World Elite-ი და Visa Signature-ი შედის. ამასთანავე, ეს არის ერთადერთი ნაკრები, რომელიც თავის თავში მოიცავს ასევე ჩვენს ახალ საკრედიტო ბარათს – Visa Signature-ს, რომელზეც ჩვენი ლოიალურობის პროგრამის, ერთგულის ქულების გაორმაგებული დარიცხვის პირობა ვრცელდება.
ამ პროექტის გაშვებამდე, დავისახეთ თითქოს მარტივად მისაღწევი, მაგრამ ამბიციური მიზანი: გვსურდა, სამი წლის შემდეგ ხუთი ათასი მომხმარებელი გვყოლოდა – ეს პროექტი ბაზარზე ექვსი თვის წინ გამოჩნდა და ამ დროისთვის, 1100 მომხმარებელზე მეტი გვყავს, რაც დაგეგმილზე გაცილებით უკეთესი შედეგია. ვფიქრობთ, რომ სამწლიან გეგმას გადაჭარბებით შევასრულებთ, რადგან კონცეპტ 360 ამ სეგმენტის სრული ანალიზის საფუძველზე შეიქმნა და მოიცავს ზუსტად იმ სერვისებს, რომლებიც ამ ადამიანებს სჭირდებათ და აინტერესებთ.
2021 წლის დასაწყისში, თიბისი კონცეპტმა წინ წამოჭრა მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხები და მათ არაერთი ციფრული ფორმატის შეხვედრა მიუძღვნა. რას გვეტყოდით ამ პროექტის შესახებ?
პანდემია სანამ დაიწყებოდა „სტატუს შეხვედრებად“ ცნობილი პროექტი წამოვიწყეთ, რომელიც რებრენდინგის შედეგად „კონცეპტ შეხვედრებად“ გადაიქცა. ჯერ კიდევ მაშინ, ჩვენი შეხვედრები იმართებოდა, როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ-ფორმატში, რათა ჩვენი მომხმარებლების ცხოვრება კიდევ უფრო გაგვემარტივებინა და მათთვის შესაძლებლობა მიგვეცა შეხვედრებს მაშინ დასწრებოდნენ, როცა ეს მათთვის მოსახერხებელი იქნებოდა.
მას მერე, რაც ამ პროექტმა ჩვენი მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო, კვლევების ჩატარება დავიწყეთ, რათა უკეთ გვცოდნოდა, თუ რა თემები აინტერესებთ მათ. მოგეხსენებათ, რომ ასი ათასი მომხმარებლის გემოვნება მრავალფეროვანია: ზოგს ხელოვნება აინტერესებს, ზოგს ბავშვისა და მშობლის ურთიერთობა, ზოგს კი მარკეტინგი და ფინანსები. იმ დროს, პანდემიით გამოწვეული კარჩაკეტილობის ფონზე, მენტალური კეთილდღეობის საკითხებმა წინა პლანზე გადმოიწია, რის გამოც გადავწყვიტეთ, ამ სფეროში მომუშავე ადამიანები შეგვეკრიბა და მათი ცოდნა ჩვენი მომხმარებლებისთვის გაგვეზიარებინა და ეს წამოწყება ძალიან წარმატებულ პროექტად იქცა.
ნატა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თიბისი ქართული კულტურის სადარაჯოზე დგას, ხოლო მარჯანიშვილის 7-ში მდებარე სივრცე, ერთგვარი კულტურული ცენტრია. რა კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლა გასულ წელს თიბისი კონცეპტის მარჯანიშვილის სივრცემ?
მარჯანიშვილის #7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, თავისთავად, ჩემთვის ერთ-ერთი საამაყო პროექტია. თიბისის ერთ-ერთ ამბიციას ტრადიციული ქართული მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის შერწყმა წარმოადგენს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტის დამსახურებით, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. იდეის ჩანასახიდანვე კარგად გვესმოდა, რა უნდა ყოფილიყო ამ სივრცის მთავარი ღირებულება: აქ შემოსულმა მომხმარებელმა უნდა შეიგრძნოს თიბისი კონცეპტის, როგორც ბრენდის ფიზიკურ სივრცეში ნათარგმნი გამოცდილება, სივრცის მულტიფუნქციურობა კი, მასში გამართულ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებით უნდა გაიზიაროს.
ამ პროექტის ფარგლებში, ბრიტანულ კომპანიასთან, Sheridan&Co-თან ვითანამშრომლეთ: როდესაც მათ ამ სივრცის რაობაზე ვესაუბრებოდით, მოგვწერეს, რომ ეს სივრცე საინტერესო ადამიანების შეკრებისა და იდეების გაზიარების ადგილი უნდა ყოფილიყო – მათი თქმით, ეს იქნებოდა ადგილი “Where great minds meet”. ვფიქრობ, სწორედ ეს არის, რაც დღეს, წარმატებულ ადამიანებს სჭირდებათ. საქართველოში ბევრი ადამიანია, ვინც სხვადასხვა სფეროში გარკვეულ წარმატებას მიაღწია, საინტერესო საქმით არის დაკავებული და შეუძლია, საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიაროს. მოხარულნი ვიქნებით, თუ შევქმნით პლატფორმას, რომელიც ამას რეალობად აქცევს.
ამ შენობაში სხვადასხვა ტიპის ფორმატებზე გათვლილი არაერთი სამუშაო და ღია სივრცეა: აქ შეგიძლიათ განმარტოვდეთ, ჩაატაროთ საქმიანი შეხვედრა ან დაესწროთ ლექციას. ინტერიერიც ისე მოვაწყვეთ, რომ სტუმარს აქ მთელი დღის გატარება მოუნდეს: მარჯანიშვილის სივრცეში რამდენიმე საგამოფენო სივრცე, კაფე და ჩვენი საამაყო ბიბლიოთეკა მდებარეობს, სადაც ბევრი საინტერესო წიგნის, კონცეფციის ან საინტერესო იდეის აღმოჩენა/გენერირება შეგიძლიათ.
თიბისი კონცეპტის კიდევ ორი ძალიან საინტერესო მიმართულება ‒ კინემატოგრაფია და მუსიკაა. ამ ორი მიმართულებით, გასულ წელს, არაერთი ფესტივალი ჩატარდა. მოგვიყევით მათ შესახებ.
ქართული და მსოფლიო კულტურის მხარდაჭერა – ჩვენი პრიორიტეტია. თიბისი კონცეპტი ჯაზ-ფესტივალის, წინანდლის ფესტივალის, თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო კინოფესტივალების მხარდამჭერია.
მუსიკალური ფესტივალების ჩატარება პანდემიის პირობებში საკმაოდ გართულდა, იყო ბევრი გამოწვევა, პრობლემა და კითხვის ნიშანი, იმასთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო, თუ არა ასეთი ტიპის ფესტივალები და როგორ უნდა მომხდარიყო ადამიანების უსაფრთხოდ შეკრება. ამის მიუხედავად, ჩვენ სრული მხარდაჭერა გამოვთქვით, როგორც ჯაზ-ფესტივალების სერიების, ისე წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალების ჩატარებაზე. ვფიქრობთ, ასეთი ხარისხის მუსიკალური ფესტივალების ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ვაპირებთ, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებებს მომავალშიც აქტიურად დავუჭიროთ მხარი.
რაც შეეხება თბილისის კინოფესტივალს, გვეამაყება, რომ ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ოსკარზე წარადგინეს, საქართველოს სახელით – გვიხარია, რომ ჩვენი მცირე ხელშეწყობა ამგვარ წარმატებაში გადაიზარდა.
ნატა, ხომ ვერ გამოარჩევთ გასულ წელს კონცეპტ სივრცეში ჩატარებულ ღონისძიებებს?
გასულ წელს, საქართველოში ასეთი ფორმატის ერთ-ერთ პირველ ციფრულ გამოფენას ვუმასპინძლეთ, სახელწოდებით „ციფრული მკვიდრები“, რაც თავისთავად, ქართველი მომხმარებლისთვის სრულიად ახალი და უნიკალური გამოცდილება იყო.
პროექტმა – ციფრული მკვიდრები – თანამედროვე ხელოვანების საერთაშორისო ჯგუფი გააერთიანა. რეტროსპექტულმა გამოფენამ შეისწავლა ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გავლენა ნამუშევრის შექმნაზე, გავრცელებასა და აღქმაზე. ხელოვანები ინფორმაციული ტექნოლოგიების, სოციალური მედიის, იმერსიული თამაშების, აუგმენტური რეალობისა და ხელოვნური ინტელექტის მზარდ განვითარებას აკვირდებიან. ისინი ახალი ტექნოლოგიებით სამყაროს შემეცნების გამოცდილებაზე რეაგირებენ.
გამოფენაში მონაწილეობა შემდეგმა ხელოვანებმა მიიღეს: ჯონ რაფმანი (კანადა), ბოგოსი სეხუხუნი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ანა კე (საქართველო), ფლორიან მაისენბერგი (გერმანია), ნიკოლოზ კაპანაძე (საქართველო), Total Refusal Collective (ავსტრია), ნიმა ბარეჰმანდი (ირანი), რამინ როშანდელი (ირანი), თამარ გურგენიძე (საქართველო), თამო ჯუღელი (საქართველო), ქეუ მეფარიშვილი (საქართველო) და თეზი გაბუნია (საქართველო).
მოდი, სხვა დეტალებზეც ვისაუბროთ: რამდენი და რა სახის შემოთავაზებები გქონდათ გასულ წელს თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის შოპინგის, დასვენების, მოგზაურობის, სილამაზის, უძრავი ქონებისა და სხვა მიმართულებებით?
თიბისი კონცეპტის შეთავაზებებით მომხმარებელთა 40%-მა ერთხელ მაინც ისარგებლა, რაც თავისთავად, ძალიან კარგი შედეგია. მხოლოდ გასული წლის მეოთხე კვარტლის შედეგებს რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ფასდაკლება და ქეშბექი მიიღეს.
როგორც უკვე აღვნიშნე ვაკვირდებით ტრენდებს, მომხმარებელთა ჩვევებსა და ინტერესებს და ვაფასებთ, თუ რამდენად საინტერესოა მათთვის ჩვენ მიერ შეთავაზებული ესა თუ ის სერვისი, რადგან ასი ათასი მომხმარებლის მრავალფეროვანი გემოვნების დაკმაყოფილება სხვაგვარად შეუძლებელია. ამრიგად, გვაქვს რამდენიმე მიმართულება, რომელთა ფარგლებშიც მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, სხვადასხვა პროდუქტზე ფასდაკლებით ისარგებლონ და მათ შორის, ქართულ სასტუმროებში უკეთესი პირობებით დაისვენონ. მოგზაურობა ჩვენი მომხმარებლების ერთ-ერთი პრიორიტეტია და გეტყვით, რომ სამომავლოდ სიახლეების დანერგვას ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ.
სხვათა შორის, ჩვენს ნაკრებში შემავალი პრემიუმ ბარათების დახმარებით, ჩვენს მომხმარებლებს მსოფლიოს აეროპორტებში არსებული ლაუნჯებით სარგებლობა შეუძლიათ, რაც მოგზაურობას მათთვის კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
ნატა, თიბისი არის კომპანია, რომელიც ძალიან აფასებს საკუთარ მომხმარებლებს. ხომ ვერ მოგვიყვებით მომხმარებელთა გამოცდილების შესახებ, რა პრინციპებს ეყრდნობა ის და რა უკუკავშირს იღებთ?
გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, როცა საბანკო სერვისი საქართველოში საკმაოდ განვითარებულია, ჩვეულებრივი საბანკო პროდუქტებით კონკურენტული უპირატესობის მიღება და შენარჩუნება ძალიან რთულია. ფინანსური პროდუქტების კონკურენციაში შესვლა აზარტული და საჭიროა საბანკო სფერო ხომ სხვაგვარად ვერ განვითარდება. თუმცა, ამასთანავე საინტერესოა ის დამატებითი არასაბანკო სერვისები, რომლებსაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ.
მჯერა, რომ ის, რაც უწინ სამომხმარებლო სერვისი იყო, დღეს მომხმარებლის გამოცდილებად გადაიქცა, რადგან ადამიანის განცდების დაკოპირება შეუძლებელია. ჩვენი კლიენტების გრძნობებს ვუკვირდებით, გვსურს დავინახოთ, თუ რას გრძნობენ ისინი ჩვენს ბანკთან ურთიერთობისას. გვსურს, რომ მათ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული უნიკალური გამოცდილება შევთავაზოთ. მოგეხსენებათ, რომ საბანკო სერვისების გარდა, ჩვენს მომხმარებლებს საყოფაცხოვრებო მიმართულებასაც ვთავაზობთ. სისტემატურ კვლევებს ვატარებთ, რათა ვიცოდეთ, რა სურთ ჩვენს მომხმარებლებს და მათი საჭიროებები მალევე დავაკმაყოფილოთ. მთელი ჩვენი სერვისი სწორედ ამაზე არის აგებული. ბუნებრივია, რომ ამ მექანიზმის წამყვანი ელემენტი პირადი ბანკირია, რის გამოც, მათ მოტივაციაზე, განვითარებასა და კვალიფიკაციაზე ვზრუნავთ. გვჯერა, რომ უნიკალურ გამოცდილებას გრძელვადიანი ურთიერთობები განაპირობებს.
17 წელიწადზე მეტია, რაც ამ სფეროში ვმუშაობ, თიბისი ბანკში პირადი მომსახურების დაარსების დღიდან. ჩვენ ვიყავით პირველი ქართული ბანკი, რომელმაც ქართველ მომხმარებელს ასეთი ტიპის მომსახურება შესთავაზა. ამ სერვისმა ევოლუცია განიცადა და ამაყი ვარ, რომ დღეს სამი თაობის მომხმარებლები გვყავს: ბაბუა, მამა და შვილიშვილი. ეს ტრადიცია უნიკალურია, ხოლო მისი დაკოპირება მარტივი სულაც არ არის. ჩემი ღრმა რწმენით სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს წარმატებას.