Tesla–ს ღირებულება 50%-ით გაიზარდა

გასულ კვირას, Tesla-მ გაავრცელა ინფორმაცია მისი აქციების გაყოფის შესახებ, რამაც მისი ღირებულების 50%-ით გაზრდა განაპირობა.

უახლესი მონაცემებით, Tesla-ს საბაზრო ღირებულება ოთხჯერ მეტია, ვიდრე Detroit-ის Big 3-ის კომბინირებული ფასი. მიუხედევად იმისა, რომ თითოეული მათგანის ყოველწლიური შემოსავალი 100 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია, Tesla კვლავ რჩება ინვესტორების სამიზნე კომპანიად.

Tesla S&P 500 ინდექსის თანახმად, მეცხრე უმსხვილეს ორგანიზაციად დაწინაურდა. ღირებულების მიხედვით, მას მხოლოდ რვა კომპანია უსწრებს. ესენია: Apple, Amazon, Microsoft, Alphabet, Facebook, Berkshire Hathaway, Visa და Johnson & Johnson.

აღსანიშნავია, რომ Tesla–ს საბაზრო ღირებულება 21 აგვისტოს მონაცემებით, აღემატებოდა Walmart-ის მაჩვენებელსაც კი. ამასთან, Tesla წელს თითქმის 30 მილიარდი დოლარის ტოლფას შემოსავალს ელის.

აქციების გაყოფის შემდეგ 31 აგვისტოს Tesla-ს ამჟამინდელი ინვესტორების აქციების რაოდენობა გაიზრდება, რაც აქციების ღირებულებას თითქმის 420 დოლარამდე შეამცირებს. სამაგიეროდ, Tesla-ს საბაზრო ღირებულება რომელიც ამჟამად 390 მილიარდ დოლარს შეადგენს, უცვლელი დარჩება.